თამთა ჩაჩანიძე
27.10.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარტია „იაბლოკოს" დამფუძნებელს გრიგორი იავლინსკის შეხვდა, მედიის მტკიცებით, დიალოგის მთავარი თემა იყო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა. თსუ-ს პროფესორი კორნალი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულება პუტინის გულწრფელი მიზანი არაა და ამ შეხვედრით ის უფრო შიდა-პოლიტიკურ კონსოლიდაციას ცდილობს, თანაც ეს წინაასაარჩევნოდ განსაკუთრებით სჭირდება.

„არა მგონია, რომ ცეცხლის შეწყვეტა პუტინის გულწრფელი მიზანი იყოს, ამ შეხვედრის მთავარი მიზანი, მე მგონი, უფრო ისაა, რომ ომის გარშემო შიდა-პოლიტიკური კონსოლიდაცია მოხდეს. რაც უფრო დრო გადის, პუტინს მით უფრო უჭირს რუსული საზოგადოების გარკვეული სეგმენტის, განსაკუთრებით ლიბერალური ნაწილის გაერთიანება ამ დამპყრობლური ომის წინააღმდეგ და ის ახლა ცდილობს, რომ სახე შეინარჩუნოს, რომ თითქოს ეს ომი მას არ დაუწყია და მზადაა შეაჩეროს მოქმედებები და თითქოს უკრაინას ამ ომის დასრულება არ სურს.

„უახლოეს ხანში არ მგონია, რომ ცეცხლის შეწყვეტისკენ ნაბიჯი რომელიმე მხარემ გადადგას, რადგან არცერთი მხარე არავითარ სურვილს არ ამჟღავნებს. არც პოლიტიკური და არც საომარი სიტუაცი დიალოგისთვის მომწიფებული არაა.

„მართალია, რუსეთს ბევრი რესურსი აქვს, მაგრამ ომი და სანქციები სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს, ამიტომ ამით წინასწარ იჭერს სამზადისს, ლიბელარული ნაწილის (თუ არსებობს ჯერ კიდევ რუსეთში) მხარდაჭერაც რომ მოიპოვოს წიინასაარჩევნოდ. გზავნილი ალბათ ესაა, რომ მიუხედავად განსხვავებული ხედვისა, ერთად უდა ვიყოთო, რომ უკრაინის წინააღმდეგ ერთიანი დროშის ქვეშ მოხდეს გაერთაინება",-განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

გამოცემა „მედუზას" ცნობით, „იაბლოკოს" პრესსამსახურმა განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საჭიროება იყო.

პარტიაში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა „იავლინსკის პრინციპული პოზიციაა". პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად დაწყება და მზადაა მათში პირადად მიიღოს მონაწილეობა.

ზოგიერთი მედიასაშუალება ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინმა იავლინსკის უკრაინის ხელისუფლებასთან შესაძლო მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×