სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    09.05.2017

     "ძალიან მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიკავებს საფრანგეთის ახალი ხელისუფლება საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხში, რადგან თუ მემარჯვენე სარკოზი, ისევე როგორც სოციალისტი ოლანდი, მხარს არ გვიჭერდნენ, შესაძლოა, ქართულმა დიპლომატიამ ძალები ცენტრისტ მაკრონთან მოსინჯოს და საფრანგეთი დაარწმუნოს, რომ საქართველოსთვის მაპის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია", - ასეთია ქართველი ექსპერტების მოლოდინი მაკრონის ხელისუფლების მიმართ.

    მათი შეფასებით, საქართველოს აქვს შანსი, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობა და ევროპული ინტეგრაცია, უფრო აქტუალური გახადოს და საფრანგეთის სახით კარგი მხარდამჭერი შეიძინოს.

    პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს, შესაძლოა, ქართული დიპლომატიისთვის იყოს შანსი, საფრანგეთის ახალი ხელისუფლება საქართველოსთვის მაპის მნიშვნელობაში დაარწმუნოს."საფრანგეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, რადგან ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ის საქართველოსთვის მაპის მინიჭებას დღემდე არ უჭერს მხარს. თუმცა, მეორე მხრივ, საფრანგეთი მიესალმება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

    "ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიკავებს ახალი ხელისუფლება მაპის მინიჭების საკითხში. თუ მემარჯვენე სარკოზი არ უჭერდა მხარს საქართველოსთვის მაპის მინიჭებას, ისევე, როგორც სოციალისტი ოლანდი, შესაძლოა, ქართულმა დიპლომატიამ ძალები მოსინჯოს ცენტრისტ მაკრონთან. ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთი უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველოსთვის მაპის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

    ანალიტიკოსი, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი ამბობს, რომ საფრანგეთის არჩევნების შედეგები საქართველოსთვისაც მომგებიანია.

     "უდავოდ მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია, რომ საფრანგეთში ნაციონალისტურმა ფრთამ არ გაიმარჯვა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროპაში ინტეგრაციულ პროცესებს და ხმამაღლა აცხადებდა, რომ საფრანგეთმა უნდა დატოვოს ევროკავშირის ზონა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც წამგებიანი პოზიცია იყო. მით უფრო, რომ საქართველოს მომავალი წარმოგვიდგენია ევროგაერთიანებაში და საფრანგეთის არჩევნების შედეგები ჩვენთვისაც დადებითი მოვლენაა", - ამბობს ირაკლი კიკიანი.

    მისი შეფასებით, ახლა საქართველოს აქვს ყველა შანსი, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები წინა პლანზე წამოწიოს.

    "რაც შეეხება საქართველოს ფაქტორს, უპირველეს ყოვლისა, ქართული დიპლომატიის გადასაწყვეტია, რა საკითხებს წამოწევს წინა პლანზე და გახდის თუ არა აქტუალურს რუსეთთან დაპირისპირების თემას. იმიტომ, რომ დარღვეულია არამარტო საქართველოს ტერიტორიული მთილიანობა, არამედ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ძირითადი პრინციპები.

    "აქედან გამომდინარე, ახლა ქართულ დიპლომატიას აქვს ყველანაირი შანსი, რომ ეს საკითხები გახადოს უფრო აქტუალური და საამისოდ საფრანგეთში არჩეული ახალი ხელისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია", - აცხადებს ირაკლი კიკიანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    xxx   (09.05.2017)
    საქართველოს პირდაპირ მიიღებენ ნატოში, საწვრთნელი ბაზის გახსნა ამის ნათელი დადასტურებაა...შავ ზღვაში ნავთობის და გაზის უდიდესი მარაგებია და მისი ათვისება ექსონის უპირველესი ამოცანაა...შავი ზღვის აუზის ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს არნახული ტემპებით განვითარება ელის...

    jaba   (09.05.2017)
    tkve degeneratebo, ras haixviet mapit. xom ukve natelia tkven xart yvela gamyidveli, romlebsac sulac ar gainteresebt arc afxazeti da arc cxinvali. vistvis gindat mapi? ruseti rom daizras tavisi armiit xom ukan gagiketeben mag maps. masonebma es siri makroni imitom moiyvanes rom rusettan ikneb omi moxdes. torem mat safrangetic ert adgilze kidiat, amerikac da yvelac hveni hatvlit.is vinc sakartvelos miwawylis dakargvas egueba ragac siri mapistvis, dasaxvretia.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter