სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    14.03.2018

     რუსეთის მტკიცებით, აშშ სირიის დედაქალაქ დამასკოზე იერიშის მიტანას გეგმავს, რაც უპასუხოდ არ დარჩება. გენშტაბის უფროსი იმუქრება, რომ ასეთი თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის არმია არა მარტო რაკეტებს გაანადგურებს, არამედ საპასუხო დარტყმას მიაყენებს იმ ობიექტებს, საიდანაც შეტევა დაიწყო - ანუ, ამერიკულ ავიამზიდებს ან სამხედრო ბაზებს.

    როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თავმჯდომარე, გენერალი ვალერი გერასიმოვი აცახდებს, რომ აშშ-ის ჩანაფიქრი საფრთხეს უქმნის რუს სამხედრო მოსამსახურეებს, ამიტომ გენერალური შტაბი გამოიყენებს იმავე სარაკეტო სისტემებს, რასაც აშშ.

    "ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ ბოევიკები აპირებენ, მშვიდობიან მოსახლეობაზე ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ინსცენირებას. ამ მიზნით აღმოსავლეთ გუტას რაიონში სხვა რაიონებიდან მობილიზებულია ქალების, მოხუცებისა და ბავშვების დიდი რაოდენობა, რათა მოგვიანებით ისინი ქიმიური თავდასხმის მსხვერპლად გამოიყვანონ," - აცხადებს გენერალი.

    აღსანიშნავია, რომ გენერალი ვალერი გერასიმოვი, რუსეთის ახალი, აგრესიული სამხედრო დოქტრინის ავტორია. კერძოდ, დასავლური მედია და სამხედრო სპეციალისტები სწორედ მის სახელს უკავშირებენ ჰიბრიდული ომის წარმოების სტრატეგიის შემუშავებას, რაც რუსეთმა პირველად უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა.

    მისი თქმით, ამას ადასტურებს ისიც, რომ მანამდე აშშ-ის ხელისუფლებამ ბაშარ ასადი და რუსეთის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა.

    აღსანიშნავია, რომ 12 მარტს გაერო-ში აშშ-ის მუდმივწარმომადგენელ ნიკი ჰეილის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, თუ უშიშროების საბჭო სირიის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ზომებს არ მიიღებს, აშშ დამოუკიდებლად იმოქმედებს.

    "თუ საერთაშორისო თანამეგობრობა უარს ამბობს მოქმედებაზე, ცალკეულმა ქვეყნებმა თავად უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები," - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

    ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სირიის ტერიტორიაზე უკვე სახეზეა ძირითად მოთამაშეთა დაპირისპირება, რისი დამადასტურებელიცაა ის რიტორიკა, რასაც ახლა რუსეთი და აშშ მიმართავენ.

    "აღმოსავლეთ გუტაში ძალიან მძიმე ვითარებაა, თუმცა რუსეთის მხარე ამას თავისებურად აშუქებს, ის არ აღიარებს ქლორისა და მომწვამვლელი ნივთიერებების გამოყენებას. მე სხვადასხვა წყაროებს ვეცნობი, ინფორმაციები განსხვავებულია, მაგრამ ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ამას ყველა მოწმობს.

    "ამ ვითრებაში, რუსეთს უკან დასახევი არ აქვს და ის არც დათმობს. იმიტომ, რომ რუსეთი ამას აღიქვამს, როგორც მისი რეპუტაციის შელახვას. მეორე მხრივ, დათმობის შემთხვევაში ის დაკარგავს ბოლო პლაცდარმს ახლო აღმოსავლეთში არსებული ბაზების სახით", - აცხადებს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ თავის მხრივ არც აშშ არის დათმობაზე წამსვლელი.

    "ის განცხადება, რაც აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან გაკეთდა, კერძოდ, გაერო-ში ამერიკის ალჩის მიერ, რომ აშშ მზად არის, იმოქმედოს თუ საერთაშორისო საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდება გადაწყვეტილებაზე, ნიშნავს, რომ ამერიკა განახორციელებს სამხდრო ოპერაციას. აქ არ იგულისხმება აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ძალების მოქმედებები, აქ აშკარად იკვეთება, რომ აშშ სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. მაგრამ თუ აშშ უშუალოდ თავისი ძალებით განახორციელებს ოპერაციას, ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ რუსეთი უშუალოდ თავისი ქვედანაყოფებით შევიდეს მასთან დაპირისპირებაში, რადგან მსგავსი რამ არ მომხდარა. ეს ორი სახელმწიფო წლების განმავლობაში სხვადასხვა კონფლიქტში ირიბად იყო დაპირისპირებული ერთმანეთთან. მაგალითად, საბჭოთა კავშირი აწვდიდა იარაღს, ეხმარებოდა სპეცილისტებით და ასეთი მეთოდით ეომებოდა ამერიკას როგორც ვიეტნამში, ისე ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა კონფლიქტში, იმავე კორეაში. ამ შემთხვევაში, რუსეთი ისედაც ეხმარება სირიის სამთავრობო ძალებს, მაგრამ არა მგონია, რომ ასადის ძალებმა ამერიკის რეგულარული არმიის წინააღმდეგ დიდხანს გაძლონ.

    "ამიტომ, ამერიკასთან უშუალო დაპირისპირებაში რესეთი ვერ შევა, შემოიფარგლება მხოლოდ ასადის რეჟიმის მხადრაჭერით. ასევე გაუჭირდებათ, რომ დავუშვათ აშშ-ის საფრენი აპარატები ჩამოაგდოს რუსეთის საზენიტო კომპლექსებმა, რადგან ესეც უშუალო დაპირისპირება იქნება. მაშინ რუსეთს მოუწვეს, რომ ეს კომპლექსები ფორმალურად მაინც გადასცეს ასადის არმიას და მან გამოიყენოს, რასაც დღეს არავინ დაიჯერებს, რადაგან ეს კომპლექსები სულ ახლახან იქნა გადატანილი სირიის ტერიტორიაზე და მისი გადაცემა ასადის ხელისუფლებისთვის არ მომხდარა. ვითარება სულ უფრო და უფრო იძაბება, რაც კიდევ უფრო გაართულებს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს," - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved