სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2018

     (რეზონანსი) რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აშშ-ის მხრინდან რუსეთისათვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ ანტიამერიკული სანქციების შემოღებას გეგმავს. უკვე მომზადებულია შესაბამისი კანონპროექტიც. ექსპერტთა შეფასებით, ამ რუსულმა სანქციებმა აშშ-ზე მეტად შესაძლოა თავად რუსეთი დააზარალოს.

    კანონპროექტი, რომელიც რუსეთის სათათბიროში დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა და სხვა ფრაქიების ლიდერებმა წარადგინეს, შემდეგ აკრძალვებს/შეზრუდვებს ითვალისწინებს:

    - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ნედლეულისა და სურსათის იმპორტის აკრძალვა ან შეზღუდვა;

    - ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტის აკრძალვა ან შეზღუდვა;

    - მედიკამენტების იმპორტის აკრძალვა ან შეზღუდვა, გარდა იმ მედიკამენტებისა, რომელთა ანალოგების წარმოებაც რუსეთში არ ხდება;

    - აშშ-ში ისეთი პროდუქციისა და აღჭურვილობის ექსპორტის აკრძალვა ან შეზღუდვა, რომელთა წარმოებაშიც იშვიათი ლითონები გამოიყენება;

    - ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის სახელმწიფო და მუნიციპალური შესყიდვების აკრძალვა;

    - სასაქონლო ნიშნების გამოყენების ექსკლუზიური უფლების გაუქმება იმ შემთხვევებში, როდესაც ამ უფლების მფლობელები აშშ-ის მოქალაქეები არიან;

    - მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვაზე აკრძალვა;

    - იმ თვითმფრინავების აერონავიგაციური მომსახურების საფასურის ზრდა, რომლებიც ტვირთების გადაზიდვას ახორციელებენ და რუსეთის საჰაერო სივრცეს გამოიყენებენ.

    დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს აშშ-ის ორგანიზაციებთან რუსეთის იურიდიული პირების თანამშროლობის შეჩერებას.

    თანამშრომლობა შეწყდება ისეთ ამერიკულ ორგანიზაციებთანაც, რომლებიც ოპერირებენ შემდეგ სფეროებში:

    - ბირთვული ინდუსტრია;

    - ავიამშენებლობა;

    - სარაკეტო ინდუსტრია;

    - საკონსულტაციო, აუდიტორული და იურიდიული მომსახურება.

    ამ კომპანიებს ასევე ეკრძალებათ რუსეთში ფედერალური ქონების გაყიდვისა და პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა.

    გარდა ამისა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის მთავრობას ექნება უფლება, გააფართოოს ის ჩამონათვალი, რომელსაც შეზღუდვები შეეხება. ამასთანავე, შეადგინოს იმ მოქალაქეების სია, რომელთაც რუსეთში შესვლა აეკრძალებათ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved