სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    08.05.2018

     “თუ ჩვენი გავლენის სფეროდან გასვლა გინდათ, კი ბატონო, წადით, დაახვიეთ,”- ასე მიმართავს სომხებს რუსი პოლიტოლოგი და ტელეწამყვანი მიხაილ ლეონტიევი, რომელიც მიიჩნევს, რომ თუკი დღეს ეს ქვეყანა და ხალხი არსებობს, მხოლოდ რუსეთს უნდა უმადლოდეს.

    სომხეთში მიმდინარე მოვნელებზე მან “კომსომოლსკაია პრავდას” რადიოეთერში ისაუბრა.

    როგორც ლეონტიევი აცხადებს, სომეხი ერი რუსეთმა საკუთარი სისხლისა და მატერიალური რესურსის ხაჯზე გადაარჩინა, დღეს კი ისეთი ადამიანის გამო მართავენ აქციებს, ვინც პოლიტიკური კამპანია მთლიანად რუსეთის გავლენიდან გასვლაზე ააგო.

    “მოდით გულახდილად ვთქვათ, სომხეთი ისტორიულად, პოლიტიკურად, ფიზიკურად და მატერიულურად ყოველთვის რუსეთისთვის ტვირთს წარმოადგენდა. ჩვენ საკუთარი სისხლის, სიცოცხლის, გაზის, ფულისა და ჯარის ხაჯზე გადავარჩინეთ ეს ერი. თუ მათ რუსეთის გავლენიდან გასვლა სურთ, მაშინ მოდით დავუსვათ ყველაფერს წერტილი. ისინი დღეს გამოდინ აქციაზე იმ კაცის გამო, რომელმაც თავისი პოლიტიკური კარიერა რუსეთის გავლენიდან გასვლაზე დაამყარა.

    “თუ ჩვენი პოლიტიკური გავლენიდან გასვლა გინდათ, კი ბატონო, წადით, დაახვიეთ! და შეწყვიტეთ ჩვენი და მეგობარიAზერბაიჯანელი ხალხის ურთიერთობის გაფუჭება”, - განაცხადა ლეონტიევმა

    მისი თქმით, სომხეთი მსოფლიოში არავის სჭირდება, გარდა რუსეთისა.

    “თუ თქვენ საკუთარი თავი არ გჭირდებათ, კი ბატონო, წადით! ხალხს, რომელიც მხოლოდ რუსეთის წყალობითა და მხარდაჭერით არსებობს, არ აქვს უფლება ჩვენ დაგვადანაშაულოს ღალატში. თუ ვინმე პირს გააღებს და მსგავს რამეს იტყვის, კარგად უნდა ესმოდეს, რომ არ აქვს ამის თქმის ამის უფლება! ფიზიკურად ვერ იქნებოდა ვერცერთი სომეხი და ვერანაირი სომხეთი, რომ არა ჩვენ. უბრალოდ, ბუნებაში ვერ იარსებებდით”, - აცხადებს ლეონტიევი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    რომანი   (09.05.2018)
    თუ წერთ სომხეთზე, ისიც მიაყოლეთ - რა თქვა საქართველოზე. ნუთუ არაფერი არ თქვა? ნუ დაიზარებთ, ნახეთ და გაგვაგებინეთ. რაღაცას იტყოდა, ეგ ენას ვერ გააჩერებდა. თქვენ კი ცოტა დრო კიდევ დახარჯეთ და მოძებნეთ.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved