სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ამან, შესაძლოა, მიგვიყვანოს რუსეთ-ისრაელის დაპირისპირებამდე, რაშიც აშშ-ც ჩაერთვება"
    თამარ შუკვანი
    05.10.2018

     "იმ შემთხვევაში, თუკი ისრაელი რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა "ეს-300"-ს გაანადგურებს, რომელიც რუსეთმა სირიას გადასცა, რუსეთი ამ ფაქტს მისი მისამართით პირდაპირ აგრესიად მიიღებს, რასაც შესაძლოა, რეგიონული ომი მოჰყვეს, ამ ომში კი ამერიკა და ირანი უშუალოდ ჩაერთვებიან - რუსეთსა და ისრაელს შორის დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, მოვლენების ასეთ განვითარებას არ გამორიცხავს "რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

    ისრაელი რუსეთის მიერ სირიისთვის ანტისაჰაერო სისტემის, "ეს-300"-ის, გადაცემის საპასუხოდ სირიაზე ავიადარტყმებისთვის შვეულმფრენებს - "ეფ-35" - ამზადებს.

    "რუსეთმა ასადის რეჟიმს, სირიას, გადასცა "ეს-300" - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი. არსებობს რეალური საფრთხე, რომ ისრაელმა დაკარგოს კონტროლი სირიაში არსებულ სიტუაციაზე. ისრაელი ვეღარ ახერხებს პირდაპირ შეჭრას სირიაში სახმელეთო ძალების მეშვეობით. ამიტომაც ავიაცია არის ერთადერთი საშუალება, რითაც შეიძლება იმოქმედოს ასადის ავტორიტარულ რეჟიმზე ძალისმიერი წნეხის სახით. მაგრამ ასადის რეჟიმის ტერიტორიაზე, შესაძლოა, ირანელებმა საფრთხე შუქმნან ისრაელს."თუკი "ეს-300"-ზე მოხდება თავდასხმა, ეს შეიძლება რუსეთმა აღიქვას, როგორც მის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება. რუსეთს ჯერ კიდევ არ მოუნელებია სამხედრო თვითმფრინავის პილოტების დაღუპვის ფაქტი და ამ ყველაფერმა, შესაძლოა, მისი მხრიდან გამოიწვიოს ადეკვატური ზომების მიღება. ისრაელის თვითმფრინავებს თუ ჩამოაგდებს, ისრაელსა და რუსეთს შორის მცირემასშტაბიანი ომი გამორიცხული არ არის", - აღნიშნა მაისაიამ.

     მისი თქმით, სირიელი სამხედროები იმ ტექნიკის მართვას ვერ შეძლებენ, რომელიც რუსეთმა გადასცა, რადგან ამისათვის შესაბამისი გადამზადებაა საჭირო, ამიტომაც "ეს-300"-ის მართვა რუსი სამხედროების ხელში იქნება. ხოლო თუკი ისრაელის მხრიდან ამ სისტემაზე თავდასხმა მოხდება, რუსეთი ამას მისკენ მიმართულ აგრესიად აღიქვამს, რაც მიიღებს საკმაოდ გლობალურ სახეს, რაშიც აშშ და ირანიც ჩაერთვებიან.

    "სირიაზე იმოქმედებს რუსეთისა და ისრაელის დაძაბული ურთიერთობა. "ეს-300"-ს სირიელი სამხედროები ვერ მართავენ, რადგან არ გააჩნიათ შესაბამისი სამხედრო ტექნიკური განათლება. მათ მომზადებას სჭირდება 6-7 თვე და, ბუნებრივია, ამ ტექნიკის მართვა რუსი სამხედროების ხელში იქნება.

    თუ ამ სისტემაზე მოხდა თავდასხმა, რუსეთი ამას პირდაპირ აგრესიად მიიღებს ისრაელის მხრიდან, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს რუსეთ-ისრაელის დაპირისპირებამდე, რაშიც, ბუნებრივია, ამერიკის მხარეც ჩაერთვება. ეს იქნება რეგიონული ომი სირიაში; რუსეთი-ირანი, ამერიკა-ისრაელი. ამ ორ კოალიციას შორის მოხდება პირდაპირი დაპირისპირება სამხედრო სცენარის განვითარების კუთხით", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    vaso   (08.10.2018)
    მერე თუაქვთ ტრაკი , გაუნადგურონ რაკეტები, ეს 300-ს გაუჭირდება სტელსების დაჭერა.გამოჩნდება ვნახოთ


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved