სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.02.2019

     თუ ამერიკა ევროპაში, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, "ტომოჰავკის" ფრთოსან რაკეტებს განათავსებს, რუსეთი იძულებული გახდება, გადადგას "სარკისებრი და ასიმეტრიული" ნაბიჯები, ანუ შექმნას და განათავსოს ახალი ტიპის იარაღი, რომელიც მიმართული იქნება არა მხოლოდ იმ ტერიტორიების წინააღმდეგ, საიდანაც საფრთხე მოდის, არამედ გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების წინააღმდეგაც, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალურ კრებაში გამოსვლისას განაცხადა.

    ამ იარაღის შესაძლებლობები, მათ შორის, კონკრეტულ ცენტრებამდე მიღწევის დრო, რუსეთისადმი მიმართული მუქარების ეკვივალენტური იქნება, თქვა მან.

    "რუსეთი არ იქნება პირველი, რომელიც ევროპაში რაკეტებს განათავსებს; თუმცა, თუ ვაშინგტონი ასე მოიქცევა, ეს ნაბიჯი, საერთაშორისო უსაფრთხოების მდგომარეობას მკვეთრად გააუარესებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზულ რისკებს შექმნის, სწორედ ამიტომ, რუსეთი იძულებული გახდება, თავი დაიცვას," - აღნიშნა პუტინმა.

    პუტინი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ ქმედებას პასუხობს. შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს ამერიკამ გამოაცხადა, რომ გადის საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულებიდან.

    ეს შეთანხმება საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის 1987 წელს დაიდო. მის მიხედვით, იკრძალება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენება, რომელთა საერთო რადიუსი 500-დან 5000 კმ-მდე მერყეობს.

    ტრამპმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსეთი ხელშეკრულებას პერმანენტულად არღვევდა.

    თავის მხრივ, ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლები, რუსეთის მიერ, ევროპაში, ბირთვული რაკეტების შემოყვანისთვის ემზადებიან.

    "ვლადიმირ პუტინის მუქარისშემცველი განცხადებები, რომ რუსეთი, შესაძლოა, მოკავშირეებს თავს დაესხას, ყოვლად მიუღებელია!" - განაცხადა, ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიერს კასალეტიმ.

    შეგახსენებთ, რომ ლევადას ცენტრის ბოლო გამოკითხვით, ამჟამად, ვლადიმირ პუტინის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. მის პრეზიდენტობით უკვე 35%-ია უკმაყოფილო, რაც 2000 წლიდან, პუტინის გაპრეზიდენტებიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

    მარიამ ბოლქვაძე

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved