სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    09.05.2019

     უკრაინაში 9 მაისის ღონისძიებებს, როგორც ეს ტრადიციულად ხდება-ხოლმე, შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. მოსახლეობის აზრი დიდწილად გაყოფილია, ერთი ნაწილისთვის 9 მაისი არის ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული, ხოლო მეორისთვის კი არის საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლო.

    ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, რომელმაც გადაიღო ფოტო მოხუცებულ მამაკაცთან და ქალბატონთან ერთად. ზელენსკისთან ერთად ფოტოზე აღბეჭდილი მოხუცებული მამაკაცი საბჭოთა არმიის ვეტერანია, ხოლო ქალბატონი კი უკრაინის მეამბოხეთა არმიის (ე.წ. უპა) წევრი, რომელიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა.

    ამავე დროს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, უკვე წარმავალმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ "უკვდავ პოლკის" აქციის წევრებს შეშლილები უწოდა და განაცხადა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკრაინა უფრო და უფრო ემიჯნება კემლის მსგავს ტრადიციებს და უახლოვდება ევროპულს.

    უკრაინაში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრორუსულმა ძალებმა "უკვდავი პოლკის" აქცია-მსვლელობა გამართეს.

    პარალელურად გაიმართა კონტრაქცია, სადაც დემონსტრანტები კინოფილმ "მარველის" პერსონაჟების, პორნოვარსკვლავ საშა გრეისა და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის პორტრეტებით გამოვიდნენ.

    კიევის პოლიციამ აქციის დაწყებისთანავე საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების ბრალდებით, მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი ელენა ბერეჟნაია დააკავა. ის კიევის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს და ფულადი ჯარიმა დააკისრა.

    უკრაინის შსს-ის განცხადებით, სულ 25 ადამიანი დაკავებული. მათგან 24 საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო აიყვანეს. კიდევ ერთი კი უკრაინელი ნაციონალისტია, რომელმაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

    შეგახსენებთ,რომ უკრაინაში 2017 წელს ძალაში შევიდა კანონი საბჭოთა სიმბოლიკის პროპაგანდის შესახებ - მათი საჯარო გამოყენება პირველ შემთხვევაში ისჯება ფულადი ჯარიმით და აღნიშნული ნივთის ჩამორთმევით, ხოლო განმეორებული ქმედებისას პირს 15-დღიანი პატიმრობა ემუქრება.

    ოფიციალურად,"უკვდავი პოლკი" რუსეთში 2012 წელს ჩამოყალიბდა, მისი იდეა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიტგებას ისახავს მიზნად, თუმცა რეალურად ეს მასშტაბური მარში ბოლო წლებში პუტინის მძლავრ იდეოლოგიურ იარაღად იქცა და უკვე მათ მსვლელობას სხვადასხვა ქვეყნებში მოსკოვი აფინანსებს.

    საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ უკვდავი პოლკის ოფიციალურ ვებ გვერდზე სახელმწიფოებს შორის (სადაც 9 მაისს დაგეგმილი მსვლელობები უნდა გამართულიყო) აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად იყო მითითებული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×