ტატა შოშიაშვილი
01.06.2019

 მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I, შესაძლოა, რომ თანამდებობიდან გადააყენონ, რის მიზეზადაც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება და მათთვის ტომოსის გადაცემა სახელდება. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი" იუწყება ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენლის, ერზრუმის ეპისკოპოს მეუფე კაისის კომენტრაზე დაყრდნობით.

ანტიოქიის ეკლესია არ გამორიცხავს მსოფლიო მართლმადიდებლური კრების მოწვევას მსოფლიოს (კონსტანტინოპოლის) პატრიარქის მონაწილეობის გარეშე, სადაც მსოფლიო პატრიარქის გადაყენების საკითხი იქნება განხილული. ეპისკოპოსის განმარტებით, მსოფლიო პატრიარქი უკრაინასთან დაკავშირებით დიდ შეცდომას უშვებს, რომელიც აზარალებს მთელ მართლმადიდებელ სამყაროს და მისი გადაყენება შეუძლებელი არ არის.

„ჩვენ ვაღიარებთ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ღირსებას, მაგრამ დღეს პრობლემა ის არის, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი შეცდომას უშვებს. თუ ყველა მართლმადიდებელი ელესია მოიწვევს კრებას მის გარეშე და მიიღებენ მისი გადაყენების გადაწყვეტილებას, მაშინ ეს შესაძლებელი გახდება", - განმატრა ეპისკოპოსმა კაისმა.

მისივე თქმით, სტანდარტული პროცედურის მიხედვით, მსოფლიო მართლმადიდებლური კრების მოსაწვევად, როგორც წესი, ცალკეული მართლმადიდებელი ეკლესიები ჯერ თავად, საკუთარ წიაღში შეჯერდებიან ამაზე და უკვე შემდეგ მიმართავენ მსოფლიო პატრიარქს კრების მოწვევის თხოვნით, თუმცა არსებობს სხვა გზაც.

„ეს არ არის საერთო შეუცვლელი წესი. არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა: ნებისმიერ მართლმადიდებელ ეკლესიას უფლება აქვს სხვა ეკლესიებთან მიაღწიოს შეთანხმებას და მოიწვიოს მსოფლიო კრება", - ამბობს ეპისკოპოსი „რია ნოვოსტისთან" საუბარში.

კაისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანტიოქიის ეკლესიას არ სურს ამ საკითხის რადიკალური გადაწყვეტა და მხარს უჭერს „ეკლესიაში მშვიდობის შენარჩუნებას", ხოლო, თავის მხრივ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უნდა გადახედოს უკრაინასთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებას. კაისმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში საეკლესიო კრიზისი მშვიდობიანად გადაწყდება და განხეთქილებაში მყოფი სასულიერო პირები და მრევლი კანონიკურ ეკლესიაში დაბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ის გადაწყვეტილებით უკრაინის თხოვნა დაკმაყოფილდა - გამოცხადდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა, რომელიც აღად ექვემდებარება მოსკოვს და რომელსაც მსოფლიო პატრიარქმა შესაბამისი ტომოსით ავტოკეფალია მიანიჭა, რასაც რუსული ეკლესიის დაუფარავი უკმაყოფილებით შეხვდა. მას შემდგე მოსკოვის საპატრიარქოსა და მსოფლიო პატრიარქს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია.

ისიც ნიშანდობლივია, ზომ ზემოხსენებული განცხადება მეუფე კაისმა მოსკოვში გააკეთა, სადაც უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დაცვის საკითხზე გამართულ კონფერენციას ესწრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×