სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    06.06.2019

       იმ შემთხვევაში თუკი თურქეთი რუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვას გააგრძელებს და ამერიკულ თვითმფრინავებზე უარს იტყვის, ეს შედეგად ამერიკული „F-35"-ის პროგრამის გაჩერებას გამოიწვევს, რაც თურქეთს რეალურ საფრთხეს შეუქმნის. ხოლო თურქეთი ნატო-ს წევრი სახელმწიფოა, შესაბამისად, ნატოც საფრთხის ქვეშ ექცევა.

    აშშ-მა თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის თანახმადაც თურქეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს რუსულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „C-400"-სა და ამერიკულ თვითმფრინავებს „F-35"-ს შორის, რომელიც მას ასევე შეკვეთილი აქვს. თურქეთს გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ ერთი კვირა დარჩა. ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა კეი ბეილი ჰაჩისონმა განაცხადა.

    ჰაჩისონმა ასევე აღნიშნა, რომ ამ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მეშვეობით „რუსეთს ნატო-ს დასუსტება შეუძლია". მან ხაზი გაუსვა, რომ ამ ორივე იარაღის შეძენა დაუშვებელია. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთს შეუძლია შეინარჩუნოს კონტროლი თურქეთისთვის გადაცემულ სისტემებზე და მიიღოს ინფორმაცია იმავე თურქეთში „F-35"-ის ფრენების თაობაზე.

    „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ თურქეთის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია, როგორც თავად თურქეთის უსაფრთხოების საკითხი, ასევე მთელი რეგიონის სტაბილურობაც.

    მისი თქმით, რუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვა მის უსაფრთხოებას უფრო შეასუსტებს, ვიდრე გააძლიერებს.

    „აღნიშნული საჰარეო სისტემები წინააღმდეგობაში მოვა „F-35"-ის პროგრამასთან, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია, პირველ რიგში თურქეთის უსაფრთხოებისთვის და იმ გამოწვევებისთვის, რომლის წინაშეც თურქეთი დგას, ამასთანავე რეგიონში სტაბილურობისთვის, - სწორედ ეს არჩევანი ექნება თურქეთს. ხოლო „F-35"-ის პროგრამა დიდი ალბათობით ჩაიშლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, შესაბამისად, თურქეთის უსაფრთხოება გაცილებით უფრო შესუსტება „C-400"-ის ყიდვით, ვიდრე გაძლიერდება.

    „თურქეთის უსაფრთხოების შესუსტება, ბუნებრივია ნატო-სუსაფრთხოების შესუსტებას ნიშნავს, რადგან თურქეთი ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი და ძლიერი წევრია - თუკი თურქეთის უსაფრთხოება დასუსტდება, ბუნებრივია ნატო-ს უსაფრთხოებისთვისაც არ იქნება გამაძლიერებელი ფაქტორი.

    „თურქეთი ვერ განახორციელებს იმ გეგმიურ პროგრამას, რომელიც ნატო-ს უსაფრთხოებისთვის და თურქეთისაც მნიშვნელოვანია; „F-35" არის ყველაზე მოწინავე საჰარეო თვითმფრინავი. ამიტომაც, ამ თვითმფინავების არარსებობის პირობებში, ბუნებრივია, თურქეთის უსაფრთხოება მოწყვლადი იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ალიანსი დასუსტდება," - აღნიშნა მან.

    ქუთელიას განცხადებით, საკითხი უფრო მეტად პოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ, ვიდრე სამხედრო თვალსაზრისით.

    „როდესაც თურქეთს, ნატო-ს წამყვან წევრ ქვეყანას ამერიკასთან პოლიტიკური პრობლემა ექმნება, პოლიტიკურადაც ასევე ძალიან რთული საკითხია; „C-400" იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც თურქეთი ყიდულობს, რაიმე პრინციპულ ცვლილებას ნატო-ს უსაფრთხოების კუთხით არ გამოიწვევს, რადგან აქ არ არის მთლიანად საჰაერო სისტემის ჩანაცვლებაზე საუბარი, არამედ ერთ კონკრეტულ კომპონენტზე, რომელიც ასევე ერთი კონკრეტული ობიექტის გარშემო უნდა განლაგდეს.

    „საუბარი არის პოლიტიკურ პრობლემაზე და პოლიტიკური პრობლემის შედეგად გამოწვეულ იმ არგანხორციელებულ სამხედრო თანამშრომლობაზე, რომელიც, ბუნებრივია, ალიანსისთვის ძალიან მნიშვენლოვანია," - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

    ცნობისათვის, 4 ივნისს თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ „ლაპარაკიც კი არ შეიძლება იყოს იმაზე, რომ თურქეთმა უარი თქვას რუსული „C-400"-ის შეძენაზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved