სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    09.06.2019

     „არ ვიცი, დაპირისპირება დაიწყება თუ არა და მოახერხებს თუ არა ამას რუსეთი, მაგრამ, თუ კონფლიქი დაიწყო, ეს მოლდოვური საზოგადოების დიდი ნაწილის ბრალი იქნება. იქ იქნება ძალა, რომელსაც გამოიყენებს რუსეთი", - ასე შეაფასა კონფლიქტოლოგმა, პოლიტიკურმა ექსპერტმა და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას მოლდოვაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარება.

    მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმადაც მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი დროებით გადაყენებულია თანამდებობიდან და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, პაველ ფილიპი დაინიშნა.

    ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო ფილიპისგან ითხოვს, რომ მან დაითხოვოს პარლამენტი და გამოაცხადოს ვადამდელი არჩევნების თარიღი.

    „პრემიერ-მიონისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პაველ ფილიპმა, მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა დაადგინოს ის გარემოებები, რომელიც მოლდოვის მეათე მოწვევის პარლამენტის დათხოვნას გაამართლებს, შემდეგ კი გამოსცეს პარლამენტის დათხოვნის განკარგულება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი დანიშნოს", - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოცემულ წერილში.

    თავის მხრივ დოდონმა გადაწყვეტილება „ხელისუფლების უზურპაციის სასოწარკვეთილ ნაბიჯად გამოაცხადა" და აღნიშნა, რომ ქვეყანა მასობრივი დესტაბილიზაციის ზღვარზე იმყოფება:

    „ერთადერთი გამოსავალი შიდა და გარე მობილიზაციაა, ზეწოლა და მტკიცე წინააღმდეგობის გაწევა უზურპატორების წინააღმდეგ", - დაწერა იგორ დოდონმა თავისი „ფეისბუკის" გვერდზე.

    ამ მოვლენების შემდეგ, ფილიპმა დღეს დათხოვნილად გამოაცხადა პარლამენტი და ვადამდელი არჩევნების თარიღი გამოაცხადა - 6 სექტემბერი.

    ცნობისთვის, დოდონის გადაყენებამდე მოლდოვას პარლამენტა მიიღო დეკლარაცია, რომლის თანახმადაც მოლდოვის სახელმწიფო უწყებები და იურიდიული ინსიტიუტები კორუფციამ მოიცვა.

    პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მოლდოვაში ამჟამად შექმნილია ძალიან რთული სიტუაცია, რაც განპირობებულია არაერთი და განსხვავებული შეხედულების მქონე პოლიტიკური ძალის მოქმედებით:

    „სამწუხაროდ, მოლდოვაში ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს. იქ, პრაქტიკულად, რამდენიმე პოლიტიკური შრე ერთდროულად მუშაობს, რომელიც ერთმანენთს ეწინააღმდეგება; მაგალითად, რუსეთის ინტერესების დამცველი, რომლის მიხედვითაც მოლდოვა არ უნდა გახდეს უფრო მეტად პროევროპული და არ დაიძრას ევროპისკენ.

    „შიგნით, მოლდოვაში არსებული რამდენიმე ბანაკი - ერთი პრორუსული, ძალიან ძლიერი ბანაკი, რომელიც მუდმივად არსებით გავლენას ახდენს პროცესების მართვაზე. მაგრამ პროევროპული ძალები იზრდებიან და ძლიერდებიან.

    „თავის მხრივ, პროევროპულ ძალებში არის ე.წ. პრორუმინული ძალები, რომელიც რუმინეთისკენ მიისწრაფიან და, საერთოდ, ბევრი რუმინეთის მოქალაქეა იქ. არის ხალხი, ვინც თვლის, რომ მოლდოვა დამოუკიდებელი უნდა იყოს და არ უნდა იყოს მიერთებული რუმინეთთან.

    „სხვადასხვა სიჭრელეა პოლიტიკური კონტექსტისა. როგორც წესი, ეს არის რუსეთის, მოლდოვისა და რუმინეთის შერეული ინტერესები, რასაც ემატება, პრაქტიკულად, უსაზღვრო კორუფცია, რომელიც თითქმის ყველა სფეროშია. სამწუხაროდ, ამისგან თავისუფალი არც პროევროპული ძალები არიან, რაც აკნინებს მათს გავლენებს, მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ არ ემხრობა და ისევ პრორუსულისკენ იხრებია.

    „სრული ქაოსის ელემენტებია მოლდოვაში, ამის ფონზე კი რუსეთი, რა თქმა უნდა, ხელს ითბობს და ხელს უწყობს ამ ყველაფერს. აშკარად ჩანს, რომ პრორუსული ძალები თუ არ იმარჯვებენ, არც მარცხდებიან. ანუ, გარკვეულწილად, იმყარებენ პოზიციებს.

    „ასეთი ვითარებაა დღეს მოლდოვაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ მუშაობს რუსეთი მსგავს მოწყვლად და ჩამოუყალიბებებლი ორიენტაციის მქონე საზოგადოებაში", - განმარტა პაატა ზაქარეიშვილმა.

    პოლიტიკური ექსპერტი აღნიშნავს, რომ თუ მოლდოვაში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყება, ეს რუსეთის მიერ პროვოცირებული იქნება და შესაძლოა, მოსკოვმა მოლდოვააში არსებული სხვადასხვა ძალა გამოიყენოს ბრძოლისთვის:

    „ჩემი აზრით, ომი, როგორც საქართველოში 2008 წელს აწყობდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს, აქაც ასეა. რუსეთს აწყობს ომი, მაგრამ ის ეყრდნობა ადგილობრივ ძალებს, რომლებიც ხელს უწყობს მასთან საომარი მოქმედებების გაღვივებას ისევე, როგორც საქართველოში ამას „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა.

    „ისე კარგად არ ვიცნობ მოლდოვაში შემნილ სიტუაციას, რომ ვგრძნობდე, რომელი ძალა უჭერს მხარს და პარტნიორობას უწევს რუსეთს, რათა იქ შეიარაღებული კონფლიქტი განხორციელდეს, მაგრამ თბილისში ამას ვხედავდი და ვამბობდი - ნუ თამაშობთ რუსულ თამაშს. რუსეთი ვერ განახორციელებს აგრესიულ მოქმედებებს მოლდოვაში, თუ მას საყრდენი არ ექნება ხელისუფლებაში.

    „არ ვიცი, დაპირისპირება დაიწყება თუ არა და მოახერხებს თუ არა ამას რუსეთი, მაგრამ თუ კონფლიქტი დაიწყო, ეს მოლდოვური საზოგადოების დიდი ნაწილის ბრალი იქნება. იქ იქნება ძალა, რომელსაც გამოიყენებს რუსეთი" - განმარტა პაატა ზაქარეიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ere   (09.06.2019)
    mokled ruseti rom ar ikosra esveleboda paatas adamiano ra mogvitana evropam gadi ubralo xalxhi naxe ra mdgomareobashia she matxovaro monabad aris gadaxvecili evropashi es komunistebis dros iko


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved