სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    16.06.2019

     ტაჯიკეთში ქალაქ დუშამბეში „აზიაში ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის" სამიტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის „ეს-400" მიწოდების თემა დახურულია და მისი კომპონენტების თურქეთისთვის მიწოდება ივლისში დაიწყება.

    „ვფიქრობ, რომ მოწოდება ივლისის პირველ ნახევარში დაიწყება"- თქვა ერდოღანმა

    მან ასევე დაამატა, რომ ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, მისი ქვეყანა კომპრომისზე წასვლას და რუსეთის ხელშეკრულებაზე უარის თქმას არ აპირებს. მისივე თქმით, მოსკოვმა ანკარას ძალიან ხელსაყრელი პირობები შესთავაზა და თურქეთი კი აპირებს ღირსეულად მოიქცეს და ხელშეკრულების პირობები შეასრულოს.

    კითხვაზე, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ აშშ-მა თურქეთს დაპირებისამებრ ამის გამო „ეფ-35"-ის პროგრამაში მონაწილეობა შეუჩეროს, ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს ვაშინგტონის მხრიდან არც ისე ლამაზი ნაბიჯი იქენება. მისივე თქმით, ამ საკითხს დონალდ ტრამპტან ერთად იაპონიაში „დიდი ოცეულის" სამიტის დროს აუცილებლად განიხილავს, მანამდე კი ჯერ კიდევ შესაძლებელია აღნიშნული საკითხის „სატელეფონო დიპლომატიით" გადაწყვეტა.

    თურქეთმა „ეს-400" ტიპის რაკეტების რუსეთისგან შესყიდვაზე შეთანხმებას ხელი 2017 წელს მოაწერა. კონტრაქტის მიხედვით, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

    ვაშინგტონმა კი თურქეთს რუსეთისგან „ეს-400"-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსის შეძენაზე უარის სათქმელად ვადა 31 ივლისამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ი თურქ პილოტებს „ეფ-35"-ის ტიპის გამანადგურებლების მართვას აღარ შეასწავლის. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში გააკეთეს.

    აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, მედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, აშშ თურქეთს რუსული „ეს-400"-ის ამერიკული ანალოგის, „პეტრიოტების" შეძენას 3.5 მილიარდ დოლარად სთავაზობდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×