სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    02.07.2019

     რუსულმა ავიაკომპანიებმა „აეროფლოტმა" და „ურალსკიე ავიალინიებმა" პრაღა-მოსკოვის, ასევე პრაღა-ეკატირინბურგის რეისები მას შემდეგ აკრძალა, რაც ჩეხეთის მთავრობამ ფრენების შესახებ მიღებული შეთანხმება გააუქმა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩეხეთის სატრანსპორტო სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსული ავიაკომპანიების ფრენები 7 ივლისამდე იქნება დაშვებული.

    ჩეხეთის სატრანსპორტო სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მისცა ჩეხეთს იმის უფლება, რომ 7 ივლისამდე „ჩეხეთის ავიახაზებს" ციმბირის გავლით ეფრინა.

    სამინისტროში აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება რუსეთის ქმედებამ გამოიწვია, რომელმაც თავდაპირველად გაფორმებული შეთანხმება დაარღვია და ჩეხურ ავიაკომპანიას პრაღიდან სეულში ციმბირის გავლით ფრენა აუკრძალა.

    „2019 წლის 2 ივლისს რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო სამინისტრომ გასცა თანხმობა „ჩეხეთის ავიახაზების" ფრენების განხორციელების შესახებ 7 ივლისამდე. მაშინვე ჩეხეთის რესპუბლიკის სატრანპორტო სამინისტრომ დაიწყო ანალოგიური პროცედურა, რომელიც ეხებოდა რუსულ ავიაგადამზიდებს. სწორედ ამიტომ, ფრენები დაშვებული იქნება 2019 წლის 7 ივლისამდე", - აცხადებენ ჩეხეთის სატრანსპორტო დეპარტამენტში.

    ჩეხეთის სატრანსპორტო სამინისტრომ დაადასტურა, რომ ადრე შემოტანილი ცვლილებები ფრენების შესახებ დაკავშირებული იყო იმასთან, რომ რუსეთთან ვერ მოხდა შეთანხმება პრაღა-სეულის მარშრუტის შესახებ.

    სააგენტო „ინტერფაქსის" ცნობით, რუსულმა მხარემ საპასუხოდ „ჩეხეთის ავიახაზებს" მისცა იმის საშუალება, რომ პრაღა-სეულის რეისი ციმბირის გავლით შეესრულებინა. აღსანიშნავია, რომ პრაღის მიმართულებით პირდაპირი რეისები ნოვოსიბირსკიდან, სამარადან, ყაზანიდან ხორციელდება, ხოლო პეტერბურგიდან არა მხოლოდ პრაღამდე, არამედ კარლოვი-ვარამდეა. არც ერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაცია არ დადასტურებულა.

    როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი" იუწყება საავიაციო სამსახურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ჩეხეთის მიმართულებით რეისების რიცხვი იმის გამო შემცირდა, რომ ორი ქვეყნის სატრანსპორტო სამინისტროები ეროვნული გადაზიდვების განხორციელების სიხშირეზე ვერ შეთანხმდნენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×