სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    05.07.2019

     რუსეთის სამხედრო ფლოტმა შავი ზღვაში სამხედრო წვრთნები ნატოს სწავლებების პარალელურად დაიწყო, რომელშიც ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა უკრაინა და საქართველოც მონაწილეობენ.

    რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, რუსმა სამხედროებმა შავი ზღვის აკვატორიაში, იქ, სადაც ამჟამად ნატოს სამხედრო-საზღვაო სწავლება Sea Breeze 2019 მიმდინარეობს, გეგმიური მანევრების გამართვა დაიწყეს.

    საზღვაო სამხედრო წვრთნაში რუსეთის მხრიდან ათი ხომალდია ჩართული, სადესანტო გემები „აზოვი" და „ცეზარ კუნიკოვი", მცირე ზომის სარაკეტო გემები „ორეხოვო-ზუევო" და „მირაჟი", სარაკეტო კატერები „ივანოვეცი", „ნაბერჯნიე ჩელნი" და „რ-60". გემები მანევრებს საზღვაო პოლიგონებზე ატარებენ. სწავლების ბოლო ეტაპზე ეკიპაჟები სარაკეტო და საარტილერიო სროლებს განახორციელებენ.

    გავრცელებული ინფორმაციით, რუსული სამხედროების „დაგეგმილი წვრთნებით" სინამდვილეში ნატოს გემების ქმედებას აკვირდებიან.

    იმ ფაქტს, რომ შავ ზღვაში უკრაინა-ამერიკის სამხედრო სწავლება Sea Breeze 2019 მიმდინარეობს, რუსეთის საგარეო უწყება ამ ფაქტს პროვოკაციად აფასებს.

    უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო სწავლება Sea Breeze 2019 1 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა. სწავლება Sea Breeze სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მის მიზანს, საზღვაო უსაფრთხოების განსამტკიცებლად, პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს.

    სწავლებაში ჩართულია ნატოს წევრი-ქვეყნების: აშშ-ის, ბრიტანეთის, კანადის, იტალიის, თურქეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, რუმინეთის, დანიის, ლატვიის, ესტონეთის გემები და ავიაცია. ასევე მონაწილეობენ მათი მოკავშირეების გემები და ავიაცია - შვედეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან.

    წელს სწავლებაში ალიანსის წევრი და პარტნიორი 19 ქვეყნის 3 ათასზე მეტი მოსამსახურე, 32 მცურავი საშუალება და 24 საფრენი აპარატი მონაწილეობს. სწავლებაში ასევე საქართველოს სანაპირო დაცვის 21 წარმომადგენელია ჩართული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×