სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    02.08.2019

     რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განხადება გამოაქვეყნა 2019 წლის 2 აგვისტოდან საერთაშორისო ბირთვული ძალების მცირე და საშუალო რადიუსიან რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების შეწყვეტაზე. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე.

    ეს ინფორმაცია ასევე ოფიციალურად დაადასტურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. მისი თქმით, შეთანხმების გაწყვეტაზე ბრალი მთლიანად რუსეთს ეკისრება.

    „შეერთებული შტატები ვერ იქება ხელშეკრულების მხარე, როდესაც სხვები ამას არღვევენ. ამაში რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა."- წერს პომპეო ტვიტერზე

    ხელშეკრულების შეწყვეტა უკვე შეაფასა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა იგორ მოროზოვმა. მან თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ შტატები უარს იტყვის გაახანგრძლივოს ხელშეკრულება სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ, მაშინ საჭირო გახდება „სრულიად განსხვავებული მოლაპარაკებები", როგორც ახალ კოალიციებში, ასევე უსაფრთხოების ზომების ზოგად სისტემაში.

    მანამდე ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტონტელბერგმა განცხადა, რომ ნატო საპასუხო ზომებს მიიღებდა თუ რუსეთი 2 აგვისტომდე არ შეასრულებდა ხელშეკრულების პირობებს საერთაშორისო ბირთვული ძალების მცირე და საშუალო რადიუსიან რაკეტების ლიკვიდაციაზე. მისივე თქმით, შეუსრულებლობის შემთხვევაში ალიანსი გადამწყვეტ ზომებს მიიღებდა.

    ვაშინგტონმა არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი 2014 წლის საერთაშორისო ბირთული ძალების ხელშეკრულების დარღვევაში. აშშ ირწმუნება, რომ რუსეთმა უნდა გაანადგუროს რაკეტები, რომელთა რადიუსი და მოქმედების დიაპაზონი არღვევს ამ შეთანხმებას.

    ამერიკული მხარე აღნიშნავს, რომ ახალ ბირთვულ რაკეტებს ევროპულ ქალაქებამდე მიღწევა შეუძლიათ.

    2 თებერვალს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეაჩერებს მონაწილეობას ხელშეკრულებაში, რომელიც საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტებს კრძალავს. შესაბამისი კანონი 18 ივნისს რუსეთის დუმაში დამტკიცდა,25 ივნისს კი რუსეთის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონს „საერთაშორისო ბირთვულ ძალების" ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერებაზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×