სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    03.08.2019

     რუსეთის დედაქალაქში ოპოზიციის მიერ მოწყობილ არასანქცირებულ მსვლელობაზე, სადაც მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების დაბლოკვას აპროტესტებდნენ, 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, რომელთა შორის 20-ზე მეტი არასრულწლოვანია, ასევე 2 უცხოელი და არაერთი ჟურნალისტი, რომელიც ადგილზე ვითარებას აშუქებდა.

    ოპოზიციური მედიის ცნობით, 6 ადამიანი სასტიკადაა ნაცემი. რუსული არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ შექმნილი მედია-პროექტ „ოვდ-ინფოს" მონაცემებით, დღეს 16 საათისთვის 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

    ჟურნალისტების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია როგორც ომონი, ასევე სხვა პოლიციური რაზმები, რომლებიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, პარალელურად, არჩევითად ზოგიერთის პასპორტებს ამოწმებენ, ხოლო ზოგს კი აკავებენ.

    რუსი პოლიტოლოგი არკადი დუბნოვი, რომელიც დაკავებულთა შორის აღმოჩნდა, ჰყვება, რომ პოლიციის მანქანაში 10-მდე სხვა დაკავებულთან ერთად იჯდა, რომელთა შორის ნახევარს არაფერი ჰქონდა აქციასთან სარეთო - ერთერთი მათგანი ტურისტია, რომელის სახლიდან აფთიაქში გავიდა, როდესაც ის დააკავეს, ხოლო მეორე კურიერი, რომელსაც დანიშნულების ადგილზე პიცა მიჰქონდა.

    მოსკოვის ცენტრში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, აქციის წევრების ინფორმაციით, სატელეფონო ხაზები გადატვირთულია და შეფერხებით მუშაობს იმ ტერიტორიაზე, სადაც აქცია იმართება. ოპოზიციის აქციის გარშემო ტერიტორიაზე ამჟამად მაღაზიები დაკეტილია.

    მოსკოვის პარალელურად, ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია იმართება სანქტ-პეტერბურგშიც - ქუჩაში 1 000-ზე მეტი ადამიანია გამოსული.

    რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ინფორმაციით 15 საათზე დააკავეს 30 ადამიანი, ხოლო „ოვდ-ინფოს" მონაცემებით კი დაკავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 300-ს აჭარბებდა.

    შეგახსენებთ, რომ არასანქცირებული აქციის პირველი ტალღა 27 ივლისს დაიწყო, როდესაც მოსკოვის საქალაქო დუმას არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატებს არ მისცეს დარეგისტრირების საშუალება.

    27 ივლისს გამართულ აქციაზე 1 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×