სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    “ეს სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება, რადგანაც ეს პროექტები ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი სტიმულია.“
    თამთა ჩაჩანიძე
    08.08.2019

     „სიენენის" ინფორმაციით, დონლდ ტრამპმა დროებით გაყინა საერთაშორისო დახმარების პროგრამის დაფინანსება, სანამ თეთრი სახლის ბიუჯეტისა და მართვის ოფისი არ შეამოწმებს ნებისმიერ იმ თანხას, რომელიც ამ პროგრამის ფარგლლებში არ გახარჯულა.

    ასეთი შემოწმება ეფუძნება თეთრი სახლის ბიუჯეტისა და მართვის ოფისის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახელზე გაგზავნილ წერილს.

    USAID -ის სახელზე გაგზავნილ წერილის თანახმად, დაფინასების მოცულობა დაახლოებით 2-დან 4 მილიარდ დოლარს შეადგენს, განსახილველი თანხები ეხება ფისკალურ 2018/19 წელს. თუ მათ არ დახაჯავენ 30 სექტემბრამდე, ისინი ფედერალურ ბიუჯეტში უნდა დაბრუნდნენ.მაშინ როცა ფისკალური წელი 30 სექტემბერს მთავრდება.

    „სიენენის" ინფორმაციით, კრიტიკოსები შიშობენ, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს გლობალური ჯანდაცვის, სამშვიდობო საქმიანობის, ნარკოტიკების კონტროლისა და საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობის პროგრამების დაფინასების მკვეთრი შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა უკვე დაამტკიცა ფინანსების გამოყოფა.

    ამ ლოგიკის თანახმად, დონალდ ტრამპის მიერ საერთაშორისო დახმარების პროგრამის დაფინანსების გაყინვა, საქართველოზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს, რადგან საქართველო ერთერთია იმ ქვეყნებთაგან, რომლებსაც ეს პროგრამა სხვადასხვა პროექტების განხორციელებას აფინასებს და რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, რაც დაფინანსების პროექტის პირდაპირი მიზანია.

    ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, „რეზონანსთან" USAID-ის პროგრამების დაფინანსებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

    „ამ პროგრამის მნიშვნელობაზე შემიძლიათ გითხრათ, რომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დაწყებული 90-იანი წლებიდან როდესაც USAID საქართველოში რეფორმების პროგრამას აფინანსებდა, მათ შორის უკანასკნელ დრომდე და თუ ეს რაიმე სახით შეფერხდა, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება, იმიტომ, რომ ეს პროექტები ქვეყნის ინსტიტუციური პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი სტიმულია."

    „საქართველოში ეს პროექტი ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი წლებიდან მოქმედებდა და მისი მიმართულებებია: ქვეყნის ინსტიტუციური მმართველობა, რეფორმების მთელი წყება, დაწყებული სამართლებრივი სისტემიდან ეკონომიკურ სისტემამდე, ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში და ა. შ. ეს არის ძალიან ფართო წრე საკითხებისა, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, დემოკრატიული პროცესების განვითარების, მისი რაიმე სახით შეფერხება საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენა იქნება ჩვენთვის, იმედი მაქვს რომ ეს არ მოხდება."-აცხადებს მენაღარიშვილი „რეზონანსთან".

    ექსპერტი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ საერთაშორისო დახმარების პროგრამები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მისივე თქმით, უმჯობესია საკუთარი ეკონომიკა განვავითაროთ და თვითკმარი სახელმწიფო შევქმნათ.

    „USAID-ის პროგრამები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ძალიან ცუდი დანაკარგი იქნება, მაგრამ ეს არ იქნება აპოკალიფსი, ჩვენ ჯობია, რომ საკუთარ ეკონომიკას მივხედოთ და ჩვენ თვითონ განვავითარდეთ ისე, რომ თვითკმარი სახელმწიფო შევქმნათ, თორემ ასეთი პროგრამები ხან იქნება ხან არა და ქვეყნის განვითარების ჩამოკიდება ნებისმიერი უცხო ქვეყნის პროგრამებზე და ამაზე აპელირება არასწორად მიმაჩნია"- ამბობს ხუხაშვილი.

    USAID 100-ზე მეტ ქვეყანას უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.მის მიერ საქართველოსთვის დღემდე გაწეული დახმარება 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საუბარია ინიციატივებზე, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას, განათლების გაუმჯობესებას, იძულებით გადაადგილებული პირებისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის ზრდას და ა.შ.

    USAID (ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტო) 1961 წელს დაარსდა და მისი მიზანია სხვადასხვა სახელმწიფოების არასამხედრო დახმარება. სააგენტო სახელმწიფო მდივნის დაქვემდებარებაშია. წლიური ბიუჯეტი $27 მლრდ-ს შეადგენს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სწორია!   (08.08.2019)
    საქართველოში მოღვაწე USAID არის კლასიკური მაგალითი ნეპოტიზმის და კორუფციის. ედიკას, მიხოს და ბიძოს ტოპ ექს ჩინოვნიკების მაყუთის ჭამის და ქვეყნის მოღალატეობრივი ქმედებების ცენტრია. ეს არის სიმსივნე საქართველოს სინამდვილეში. ამოსაჭრელია


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×