სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    03.10.2019

     2018 წელს რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები უკრაინის იმიერკარპატეთში ეთნიკური კონფლიქტის პროვოცირებას შეეცადნენ, რათა რეგიონი უკრაინისგან ჩამოეშორებინათ. ამის შესახებ უკრაინულ ტელეარხ „ობოზის" ეთერში იმიერკარპატეთის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა გენადი მოსკალმა განაცხადა.

    მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობამ პროვოკატორებს ამის საშუალება არ მისცა. ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა რეგიონის უკრაინისგან გამოყოფის საფრთხე, მოსკალმა უპასუხა, რომ ასეთი საფრთხე 2018 წელს ძალიან დიდი იყო.

    ცნობისათვის, უკრაინაში სახელმწიფო ენის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, 2018 წელს, იმიერკარპატეთში, სადაც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ეთნიკური უნგრელები, ვითარება მეტად დაიძაბა. ამავე მიზეზით გაჩნდა კრიზისი უკრაინისა და უნგრეთის მთავრობის ურთიერთობებში. უნგრეთის ხელისუფლებამ ახალი კანონი ნეგატიურად შეაფასა, რადგან იგი უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს განათლების მშობლიურ ენაზე მიღების საშუალებას ართმევდა.

    მოსკალი იხსენებს, რომ იმ პერიოდში იმიერკარპატეთი უკრაინული მედიის ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა. კეთდებოდა ნეგატიური რეპორტაჟები ადგილობრივ უნგრელებზე - რომ მათ უკრაინული არ იციან, პატოვს არ სცემენ უკრაინულ სახელმწიფოს და ა.შ.

    ამის პარალელურად უნგრელი მემარჯვენეები ანტიუკრაინულ აქციებს მართავდნენ. უნგრული ნაციონალისტური პარტია „იობიკი" კი, რომელიც ოფიციალური მოსკოვის მოკავშირედ ითვლება, პირდაპირ ითხოვდა იმიერკარპატეთისათვის ავტონომიური სტატუსის მინიჭებას.

    მოსკალის თქმით, მთელი ამ პროვოკაციის უკან რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მეხუთე სადაზვერვო სამმართველო იდგა.

    „პუტინმა თავისი განკარგულებით მეხუთე სადაზვერვო სამმართველო შექმნა, რომლებიც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართულებით მუშაობენ. სხვებს (პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს) ისინი საიმედოებად მიიჩნევენ და მათზე არ მუშაობენ.

    „ეს სამმართველო დაკომპლექტებულა უამრავი ეთნიკური უკრაინელით, რომლებიც კარგად საუბრობენ ასევე სხვადასხვა ადგილობრივ დიალექტებზეც", - განაცხადა მოსკალმა.

    მისივე თქმით, საფრთხის დროულად აღმოფხვრა რომ არ მომხდარიყო, უკრაინას დღეს იმიერკარპატეთის სახით კიდევ ერთი ცხელი წერტილი ექნებოდა.

    „საქმე ისაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ჩემს, ანუ რეგიონალური ადმინისტრაციის მხარეს დადგა. იქ იყო მცდელობა, რომ უნგრელები და უკრაინელები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ. მაგრამ როდესაც ჩვენ ვნახეთ, თუ ვის ქირაობდნენ ისინი სხვადასხვა პროვოკაციებისათვის...

    „მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმიერკარპატელს, რომ არცერთ მათგანს არ მიუღია მონაწილეობა ამ სამარცხვინო აქციებში. იქ ივნენ კიევიდან, ჩერნიგოვსკიდან, ჩერკასიდან, ხარკოვიდან, მაგრამ იმიერკარპატეთიდან არცერთი არ ყოფილა,"- განაცხადა მოსკალმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×