თამთა ჩაჩანიძე
17.01.2020

 ირანი ხელს უშლიდა უკრაინელ სპეციალისტებს, რომლებიც „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" „ბოინგის" ჩამოვარდნის მიზეზების დადგენაზე მუშაობდნენ, ამის შესახებ კიევის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ რივინი აცხადებს, რომელიც თავადაც შედიოდა იმ ჯგუფში, რომელიც ტრაგედიის დეტალების გასარკვევად თეირანში ჩაფრინდა.

მისი თქმით, ჯერ ნამსხვრევებთან წვდომას უზღუდავდნენ, მერე კი, როცა ბოლოსდაბოლოს დაუშვეს, ხანგრძლივი მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ, საბაბად კი იმას იყენებდნენ, ირანში სამუშაო საათები 4-ზე მთავრდებაო.

საბოლოოდ, როცა უკრაინელმა სპეციალისტებმა რაკეტის მოხვედრის უტყუარი სამხილები აღმოაჩინეს, ადგილზე უმალ მოვიდნენ ირანის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, და მუშაობა საერთოდ შეაწყვეტინეს.

მეორე დღეს უკვე ირანმა ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გააკეთა, აღიარა რა, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული ბოინგის ჩამოგდებაზე გამოძიებას კანადის მათავრობაც აწარმოებს, რადგან დაღუპულ მგზავრებს შორის ბევრი იყო კანადის მოქალაქე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×