თამთა ჩაჩანიძე
12.02.2020

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წლის 12 თებერვალს დონბასში კონფლიქტის მოგვარების შესახებ „მინსკი 2"-ის შეთანხმების დეტალები გაამხილა - ამის შესახებ მან გაზეთ „უკრაინსკაია პრავდაში" გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა.

პოროშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მინსკი 2-ის მოლაპარაკების საღამოს მის „ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე" უწოდა, რომელსაც, ასევე, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი ფრანსუა ორლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ესწრებოდნენ. ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მაშინ გერმანიის კანცლერს გადამწყვეტი როლი ჰქონდა იმისთვის, აგრესორის შეჩერებაში.

მისივე თქმით, შეხვედრაზე პუტინი შეხვედრაზე საერთოდ არ გამოხატავდა წუხილს იმის გამო, რომ ცოტა ხნით ადრე კრამატორსკში პროსურული სეპარატისტული ძალების მიერ სარაკეტო თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პოროშენკომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მაშინ უკრაინულ მხარეს არცერთი ულტიმატუმი არ მიუღია და დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოსკოვის წინაპირობის გარეშე მიაღწიეს. მიიჩნევს, რომ მინსკი 2-ის მთავარი მიზანი რუსული რეგულარული ჯარების შეჩერება იყო, რათა ათასობით სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხისგან დაეცვათ.

ექს-პრეზიდენტი თვლის, რომ უკრაინას მინსკის შეთანხმებებმა ქვეყანას ძვირფასი დრო აჩუქა ჯარის განვითარებისთვის, სოციალური კრიზისის დასაძლევად, ასევე რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის გასაძლიერებლად.

მანამდე სამმხრივი მოლაპარაკებების პოლიტიკურ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის უკრაინის წარმომადგენელმა,ალექსეი რეზნიკოვმა მინსკის ხელშეკრულების შეცვლის შესახებ კიევის სურვილი გაახმოვანა.

2015 წლის თებერვალში, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები შეთანხმდნენ დოკუმენტზე, რომელიც მინსკის შეთანხმებითაა ცნობილი. მას ასევე ხელი მოაწერეს ეუთოს და თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლებმაც, შეთანხმებების თანახმად, დონბასის სამხედროები ვალდებულნი არიან შეწყვიტონ საომარი მოქმედებები. კიევი პოლიტიკურ რეფორმასა და რეგიონის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას დაეთანხმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×