თამარ შუკვანი
13.02.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების რეალური მიზეზი შესაძლოა გადაშენების პირას მყოფი ცხოველი - პანგოლინი იყოს. სავარაუდოა, რომ ადამიანსა და ღამურას შორის ვირუსის გადაცემა სწორედ ამ ცხოველის მეშვეობით მოხდა. ამის შესახებ საუბრობენ ის მეცნიერები, რომლებიც მომაკვდინებელი ვირუსის ცხოველურ წარმოშობას იკვლევენ, თუმცა, კვლევა ჯერ არ დასრულებულა.

მანამდე საუბარი იყო გველებზე. ასევე განიხილებოდა სხვა ცხოველებიც, რომლებიც უხანის გარეულ ცხოველთა ბაზრობაზე იყიდებოდა. 2002-2003 წლებში გავრცელებული მწვავე რესპირატორული სინდრომი კორონავირუსის სხვადასხვა შტამს შეიცავდა და ადამიანებს ციბეტინისგან (მცირე ზომის მღრღნელისგან) გადაედოთ, რომლის ხორციც ჩინეთის ბაზარზე საკმაოდ ძვირად ფასობს.

სხვა სახეობებისთვის ვირუსების გადაცემა მრავალ ცხოველს შეუძლია და კორონავირუსის თითქმის ყველა ადამიანში ველური ბუნებიდან მოხვდა. მეცნიერეთა კვლევით, კორონავირუსის შტამს ღამურები ატარებენ. როგორც უახლესმა გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, ამ ვირუსის შტამი 96%-ით იდენტურია ღამურებში აღმოჩენილი შტამთან.

მკვლევართა გარკვეული ნაწილი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა დაავადება ადამიანებს პირდაპირ ღამურებისგან გადასდებოდათ. ამ შემთხვევაში არსებობს შუამავალი ცხოველი. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ღამურებში წარმოქმილ ვირუსებს არ აქვთ ადამიანის უჯრედის რეცეპტორებში შეღწევისთვის საჭირო აგებულება, თუმცა, ჯერჯერობით ბოლომდე ცნობილი არაა, რომელმა ცხოველმა შეასრულა შუამავლის როლი. საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის მკვლევარი არნო ფონტანი დარწმუნებულია, რომ შუამავალი ძუძუმწოვარი იყო, სავარაუდოდ მაჩვისებრთა ოჯახიდან.

იმის დასადგენად საბოლოოდ რომელი ცხოველისგან გადაედო ადამიანს ახალი ვირუსი, საჭიროა თითოეული იმ სახეობის შემოწმება, რომელიც უხანის ბაზრობაზე იყიდება, თუმცა, ბაზრობა ამჟამად დახურულია.

საფრანგეთის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის ვირუსოლოგი მარტინ პიტერსი მუშაობდა იმ ჯგუფთან, რომელმაც ებოლას ბოლო დროის ეპიდემიის დროს ვირუსის წყარო ცხოველი გამოავლინა. ჯგუფმა დაადგინა, რომ ვირუსი ადამიანებს ნამდვილად ღამურისგან გადაედოთ. პიტერსის თქმით, სწორედ ასეა უხანის კორონავირუსის შემთხვევაშიც.

ახალი კორონავირუსის გადამტანი ცხოველის გამოვლენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი ეპიდემიების სამომავლოდ პრევენციისთვის. 2002-2003 წლების მწვავე რესპირატორული სინდრომის დროს, ჩინეთმა ციბეტინის ხორცის საკვებად გაყიდვა აკრძალა.

არნო ფონტანის თქმით, ჩინეთს სჭირდება რადიკალური ზომები ბაზრობებზე გარეულ ცხოველთა ხორცით ვაჭრობის წინააღმდეგ. პეკინმა ეს ნაბიჯი უკვე გადადგა, მაგრამ საკმაოდ გვიან, მხოლოდ გასულ თვეში, როდესაც ვირუსის გავრცელება უკვე კონტროლს მიღმა გავიდა. მნიშვნელოვანია შეიქმნას იმ ცხოველების შავი სია, რომლებისგანაც შესაძლებელია ადამიანებს მომაკვდინებელი ვირუსები გადაედოთ.

ჩინეთის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით უცხოური მედია წერს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ცხოველებზე გამოსცადეს. მათივე ინფორმაციით, ვაქცინა კვირას 100-ზე მეტ თაგვს გაუკეთეს. ცენტრის წარმომადგენლის თქმით, ცხოველებზე ტესტირება ვაქცინის შემუშავების ადრეულ სტადიაზე იმყოფება და ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგემილი, სანამ საბოლოოდ იქნება მზად ადამიანებისთვის გამოსაყენებლად.

მათივე ცნობით, თაგვების შემდეგ ვაქცინის გამოცდა ტოქსიკურობაზე დაიწყება, რისთისაც საჭირო იქნება გაცილებით დიდი ზომის ცხოველეზე გამოცდის ჩატარება, როგორებიც არიან მაიმუნები.

ცნობისათვის, გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება: ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოს მასშტაბით 1350 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა რიცხვი კი 60 ათასს აჭარბებს.

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×