თამარ შუკვანი
19.03.2020

ჩინური კლინიკური კვლევების თანახმად, ახალი კორონავირუსით დაინიფიცირებულ პაციენტებში იაპონური წარმოების გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი გამოიყენეს, რომელიც სამკურნალოდ გარკვეულწილად ეფექტური გამოდგა. ეს პრეპარატი გახლავთ „ფავიპირავირ" (Favipiravir) ცნობილია ასევე, როგორც „ავიგან", (Avigan), რომელმაც აჩვენა, რომ პაციენტებში კოვიდ-19-ის ინფექციის ხანგრძლივობას ამცირებს. სწორედ ამ წამლით გაუმჯობესდა პაციენტების ფილტვების მდგომარეობა.

მას შემდეგ, რაც ეს პრეპარატი შემუშავდა და დამტკიცდა, როგორც ვირუსის წინააღმდეგოდ ეფექტური, ჯამში 340-მა პაციენტმა მიიღო. ჩინეთის მცენიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, წამალი „უსაფრთხოების მაღალი ხარისხისთ" გამოირჩევა.

კვლევებმა აჩვენა, რომ პაცეინტებში კორონავირუსული მდგომარეობა „ფავიპირავირმა" 11-დან 4 დღემდე შეამცირა და პრეპარატმა პაციენტების 91%-ში ფილტვების მდგომარეობა გააუმჯობესა, 62%-ში კი პროცესი შედარებით ნელა წავიდა.

ამ პრეპარატზე ტესტირებას არა მხოლოდ ჩინეთში, იაპონელი ექიმებიც ატარებენ. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროდან იაპონურ გაზეთს წყარომ განუცხადა, რომ აღნიშნული პრეპარატი 70-დან 80 ადამიანს მისცეს, თუმცა, ადრეული შედეგებით ვარაუდობენ, რომ „ფავიპირავირი" ეფექტური არ არის იმ მძიმე სიმპტომების სამკურნალოდ, სადაც ვირუსი გამრავლებულია და ბევრად უფრო დიდი ზომისაა.

გარკვეულწილად ეფექტურად შეიძლება ჩაითვალოს შედარებით მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებში. თუმცა, შესაძლოა უდიდესი სარგებელი იყოს კორონავირუსის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლისთვის.

„ფავიპირავირის" გამოყენების ნებისმიერი ნებართვა, რა თქმა უნდა, საჭიროებს შემდგომ კლინიკურ ტესტირებას, რასაც მოჰყვება თითოეული ქვეყნის შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ფართო გამოყენების ნებართვა.

ტესტირების ნებართვა გაიცა სხვა წამლებზე, რომლებიც ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია და ჯერ კიდევ უცნობია, მათგან შეიქმნება თუ არა ანტივირუსული პრეპარატი.

ამასთან, უნდა აღინოშნოს ისიც, რომ ამერიკის შეერთდებულ შტატებში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს. მისი კლინიკური გამოკვლევები კი 16 მარტს დაიწყო. სიეტლის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში პირველი მონაწილეებმავაქცინის ექსპერიმენტულ დოზა მიიღეს. ინფექციონისტთა ნაწილის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი საბოლოო გამოყენება მალე გახდება შესაძლებელი, რადგან ამას სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება.

ტესტებში მონაწილეობა 18-დან 45 წლამდე მოხალისეებმა მიიღეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ექსპერიმენტში მონაწილეები მასაჩუსეტსის დაფუძნებულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია „მოდერნასა" და აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ ვაქცინის სხვადასხვა დოზას მიიღებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში 19 მარტის ოფიციალური მონაცემებით, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა 40 მოქალაქეს, მათ შორის, ერთი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 1592 ადამიანიიმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 226.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სტუმარი   (20.03.2020)
კომენტარი დაფარულია არაეთიკური გამონათქვამების გამო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×