მარიამ ვეკუა
02.05.2025

გერმანიის დაზვერვის სამსახურმა „ალტერნატივა გერმანიისთვის" მემარჯვენე ექსტრემისტულ მოძრაობად გამოაცხადა და მიზეზად მისი ქსენოფობიური პოზიციები დაასახელა. პარტიას ამ ეტაპზე აკრძალვა არ ემუქრება, თუმცა, როგორც დასავლური გამოცემები წერენ, ეს სცენარი გამორიცხული არ არის.

ნატალია ჯვარიძე
02.05.2025

ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან მუდმივად მოდიოდა განცხადებები, რომ უკრაინის ომს რაც შეიძლება სწრაფად დაასრულდებდნენ. უფრო მეტიც, მათი ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო. თუმცა დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ ეს უახლოეს მომავალში ვერ მოხდება. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" შეერთებული შტატების პოზიციის შეცვლის მიზეზებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ, ვაშინგტონი კიევის დახმარებას გაზრდის.

მარიამ ვეკუა
01.05.2025

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი, შესაძლოა, მომდევნო ორ თვეში თანამდებობიდან გადააყენონ. ამის შესახებ კრემლის წყარომ რუსულ ტელეგრამ-არხს 1 მაისს განუცხადა.

ნატალია ჯვარიძე
01.05.2025

საკმაოდ ბევრი მცდელობის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საბოლოოდ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესახებ. როგორც უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო აცხადებს, კიევი და ვაშინგტონი შექმნიან უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდს, რომელიც ქვეყანაში გლობალურ ინვესტიციებს მოიზიდავს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დღევანდელ სიტუაციაში უკრაინას კომპრომისული ვარიანტის შერჩევა მოუწია, რაც უცილებელი იყო.

ნატალია ჯვარიძე
30.04.2025

9 მაისის აღლუმის მოახლოებასთან ერთად მოლოდინია, რომ კიევი მოსკოვში სიუპრიზის მოსაწყობად ემზადება. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ვარაუდობენ, რომ შესაძლოა უკრაინელებმა აღლუმის ჩასაშლელად მოსკოვში ტერაქტი, მასირებული, ან სადაზვერვო დივერსიული აქტი განახორციელონ.

მარიამ ვეკუა
30.04.2025

პაკისტანის დაზვერვის ინფორმაცით ინდოეთი უახლოეს 24-36 საათში პაკისტანის წინააღმდეგ ომს წამოიწყებს, ორ ბირთვულ სახლმწიფოს შორის დაპირისპირება მწვავდება, აშშ და ჩინეთი მხარეებს „სასწრაფოდ თავშეკავებისკენ" მოუწოდებენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პატარა შეცდომამ შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს კონტინენტის სტაბილურობაზე.

მარიამ ვეკუა
29.04.2025

ბოლო დროს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ვლადიმირ პუტინის მიმართ შესამჩნევად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში, ხშირად ხაზს უსვამდენენ ტრამპის კეთილგანწყობას კრემლის ლიდერისადმი, დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესებაც არ გამორიცხა და ღიად თქვა, რომ „შესაძლოა შეცდა". რატომ იცვალა ფერი ტრამპმა და „გაეცლება" თუ არა აშშ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებას?

ნატალია ჯვარიძე
28.04.2025

ყირიმის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსულ ტერიტორიებად აღიარება უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების აუცილებელი პირობაა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბრაზილიურ გამოცემა O Globo-სთან ინტერვიუში განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
27.04.2025

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მომავალი კვირა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრაპის წინასაარჩევნო ერთ-ერთი მთავარი დაპირება კონფლიქტის მალე დასრულების შესახებ კვლავ შეუსრულებელია. 30 აპრილს ტრამპი პრეზიდენტობის 100 დღეს შეაჯამებს და როგორც ანალიტიკოსები წერენ, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ დღეს რაიმე ხელშესახები მიღწევით შეხვდეს, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მისი ნდობის რეიტინგი რეკორდულადაა დაცემული.

მარიამ ვეკუა
25.04.2025

მოსკოვის თანამგზავრ ქალაქ ბალაშიხაში ფოლკსვაგენ გოლფი აფეთქდა. რის შედეგადაც დაიღუპა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის თანამშრომელი, გენერალი იაროსლავ მოსკალიკი.

ნატალია ჯვარიძე
25.04.2025

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობაზე უარს იყო, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში არ გამორიცხავს, უკრაინას ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწიოს. როგორც ამბობს, ეს არ იქნება სამართლიანი, თუმცა შესაძლოა ეს იყოს დროებითი გამოსავალი. ანალიტიკოსთა ნაწილი რაღაც დროებით დაზავებას უშვებს, თუმცა ტერიტორიების რუსებზე გადაცემას, რომლის დიდ ნაწილს უკრაინა აკონტროლებს, თითქმის გამორიცხავენ.

მარიამ ვეკუა
24.04.2025

24 აპრილი, რუსეთის მძლავრი იერიში კიევზე ტრამპის განცხადების შემდეგ - აშშ უკრაინის პრეზიდენტს ისევ აკრიტიკებს. ამჯერად დაპირისპირების ეპიცენტრი ყირიმია. როგორც დასავლური გამოცმეები წერენ, აშშ უკრაინისგან ითხოვს, რომ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს, ოფიციალური კიევი კი უარზეა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×