სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    01.05.2019

     გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით ცნობილია, რომ 19 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრავმირებულია და საოპერაციოა. მიუხედავად ამისა, ჩაკვეტაძე გენტის რიგებში ვარჯიშობს და გენკთან მატჩის განაცხადში იყო. ბელგიურ სპორტულ მედიაში ისიც დაიწერა, რომ ქართველი ჯანმრთელია და მას ოპერაცია არ სჭირდება. ამ თემას სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ლევან სალუქვაძე საავტორო გადაცემა “იმედის ფსონში” გამოეხმაურა.

    “რამდენი ხანია, ვიცით, რომ გიორგი საოპერაციოა? – არა მგონია, რომ ბელგიაში ოპერაციებზე რიგები იყოს და ჩაკვეტაძეს ამ რიგში ჩადგომა სჭირდებოდეს. რაც უფრო მალე გაიკეთებს ოპერაციას, მით უფრო მალე დაბრუნდება! ითქვა, რომ თითქოს მას აძალებენ ვარჯიშს და თამაშს. 21-ე საუკუნეა და ადამიანები ყველაფრის უფლებებს იცავენ. როგორ გგონიათ, შუაგულ ევროპაში ვინმე დაადგა საოპერაციო ჩაკვეტაძეს თავზე და უთხრა, გინდა თუ არა, უნდა ითამაშოო?! თუ ასეა, დაურეკოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელ ალექსანდრე იაშვილს, ჩაერევა ხალხი და ატყდება დიდი ამბავი. გენტს საერთოდ მოხსნიან ბელგიის ჩემპიონატიდან და კლუბის პრეზიდენტს დაიჭერენ!

    როგორც ვახსენე, გიორგი გენკთან მატჩის 22-კაციან გამაცხადში იყო. იცით, ეს რას ნიშნავს? ამ 22-მა ფეხბურთელმა მატჩის წინა დღეს სრულფასოვან ვვარჯიშში მიიღო მონაწილება. მაქვს კითხვა: თუ ფეხბურთელი ტრავმირებულია და საოპერაციოა, როგორ ივარჯიშა მან სრული დატვირთვით? ამდენი კითხვის ნიშანია და რატომ არ შეიძლება, რომ ვინმემ დაურეკოს ჩაკვეტაძეს და ინტერვიუ აიღოს? თვითონ თქვას რეალობა და თავისი სათქმელი: აძალებს გენტი ვარჯიშს, თუ არა? იკეთებს ოპერაციას, თუ არა? აპირებს ამ გუდიდან წასვლას, თუ არა? ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს!” – განაცხადა ლევან სალუქვაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved