რეზონანსი
17.12.2019

  ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარ სოც. ქსელში მასთან დაკავშირებულ სკანდალს გამოეხმაურა: „ცრუ ინფორმაცია ჩემს შესახებ გაუგებარ იტალიურ გვერდზე დაყრდნობით. ქართული სპორტული გამოცემებისგან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია".

ბოლო დროს საჩოგბურთო სამყაროში აგორებული სკანდალი ქართველ ჩოგბურთელსაც შეეხო. გერმანული გამოცემა „ზე-დე-ეფი" წერს ჩაწყობილ მატჩებზე და ევროპაში მოქმედი „სომხური მაფიის" გავლენაზე ჩოგბურთში. ევროპული სპორტული გამოცემის ცნობით, გარიგებულ მატჩებში 135 სპორტსმენია ჩართული, წყაროს ცნობით მათ შორის ფიგურირებს ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

როგორც დასავლური პრესა წერს, ერთ-ერთი ჩოგბურთელი, რომელიც გარიგებულ მატჩებში აქტიურადაა ჩართული, საჩოგბურთო რეიტინგის ტოპ 30-ში შედის და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის სამი ტიტული აქვს მოპოვებული. ამ კრიტერიუმში ჯდება ქართველი სპორტსმენი, რადგან ის სარეიტინგო სიაში 26-ე ადგილს იკავებს. სამი ტიტული ტოპ 30-ს შორის აქვს ხუთ ჩოგბურთელს მოპოვებული. ესენი არიან: ალექს დე მინორი, ბენუა პერი, დიეგო შვარცმენი, მატეო ბერეტინი და ნიკოლოზ ბასილაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქმეში ჩართულია ამერიკის ფედერალური ბიურო ეფ-ბი-აი.

ალექსანდრე კორტავა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×