სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი მგალობლიშვილი
    10.05.2016

     ალვარო არბელოა კვირას, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გულშემატკივარს და "რეალს" დაეშვიდობა. "მშვიდობით," - მხოლოდ ეს სიტყვები წარმოთქვა ალვარომ სტადიონზე დამშვიდობებისას.

    მამუკა ნაცვალაძე
    09.05.2016

     ინგლისის პრემიერლიგა დასასრულს მიუახლოვდა. ბოლოსწინა ტურში "ლესტერმა" ყოველგვარი წნეხის გარეშე ინგლისის ჩემპიონის ამპლუაში შეძლო "ევერტონის" დამაჯერებელი ძლევა (3:1) და კიდევ ერთხელ მიანიშნა საფეხბურთო სამყაროს, რომ ზღაპარი "კინგ პაუერის" "მელიებისა" რეალობაა და არა ილუზია.

    მარი მგალობლიშვილი
    07.05.2016

     "მილანისა" და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ზვონიმირ ბობანმა ფიფას ოფიციალურ გვერდთან მიცემულ ინტერვიუში 2018 წელს რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.

    მარი მგალობლიშვილი
    06.05.2016

     პოლ პოგბა "იუვენტუსის" და საფრანგთის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავად იქცა. თუმცა ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ შორს არის იდეალურ ფორმამდე. სურს, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს თამაში.

    მამუკა ნაცვალაძე
    05.05.2016

     "ალიანც არენაზე" გაირკვა ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა - მადრიდის "ატლეტიკო" ბოლო სამ წელში მეორედ იბრძოლებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოსაპოვებლად. პეპე გვარდიოლას "ბაიერნმა" ფინალში გასასვლელად ზედიზედ მესამედ ვერ გადალახა ესპანური ბარიერი - 2014-ში გერმანული გრანდი "რეალმა" გაანადგურა, გასულ წელს "ბარსელონასთან" დამარცხდა, წელს კი ვერაფერი მოუხერხა მადრიდის "ატლეტიკოს", რომელთანაც, ორი მატჩის ჯამში, სახლში გაშვებული გოლის წყალობით დათმო ორთაბრძოლა (0:1; 2:1).

    მამუკა ნაცვალაძე
    04.05.2016

     ინგლისის პრემიერლიგა გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე "ლესტერმა" მოიგო. პატარა ქალაქის მოკრძალებული გუნდის ტრიუმფი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ფეხბურთში მარტო ფული არ წყვეტს ყველაფერს - ეს დასკვნა რომ კონტექსტიდან ამოვარდნილი არაა, თავად ინგლისის ჩემპიონატის საყოველთაო უშეღავათო ხასიათიც მოწმობს, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ყოველი თამაში უკიდურესად დაძაბულია, არავინ უწყის, საბოლოო შედეგი რა იქნება.

    მარი მგალობლიშვილი
    03.05.2016

     გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლოდონში ყოფნისას, როგორც ფეხბურთელი, ძალიან გაიზარდა და ახლა ცდილობს თავისი გამოცდილება ახალგაზრდა, პრესპექტიულ მოთამაშეებს გაუზიაროს.

    მარი მგალობლიშვილი
    30.04.2016

     "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "იუვენტუსში" გადაბარგებული პატრიკ ევრამ ძირითად შეამდგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და გუნდის ლიდერიც გახდა. ევრამ "ბებერ ქალბატონთან" ერთად ახლახანს სკუდეტოს მოპოვებაც იზეიმა.

    მარი მგალობლიშვილი
    29.04.2016

     ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის "ატლეტიკომ" მიუნხენის "ბაიერნი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა სტუმრებს სწრაფი გოლი გაუტანეს. ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.

    მამუკა ნაცვალაძე
    28.04.2016

     მანჩესტერში "სიტი არენაზე" გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა - ადგილობრივი "მანჩესტერ სიტი" მადრიდის "რეალს" დაუხვდა.

    მამუკა ნაცვალაძე
    27.04.2016

     დღეს მადრიდში, "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა ადგილობრივ "ატლეტიკოსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის. "ბაიერნში" ბოლო სეზონს ატარებს პეპე გვარდიოლა, რომელსაც საკმაოდ კარგი შანსი აქვს გამარჯვებულის რანგში დატოვოს მიუნხენი და ისე ჩაიბაროს "მანჩესტერ სიტი". აღსანიშნავია ისიც, რომ დიეგო სომეონე, "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, კატალონიელისთვის საკმაოდ ნაცნობი პერსონაა.

    მარი მგალობლიშვილი
    26.04.2016

     "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ესპანურ "მარკასთან" ინტერვიუში იხსენებს "რეალში" გატარებულ პერიოდს, გვარდიოლას ზეგავლენას მის სამწვრთნელო კარიერაზე.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter