სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი მგალობლიშვილი
    25.04.2016

     "მილანის" ლეგენდარული მეკარე დიდა სამწვრთნელო კურსებს გადის. როგორც ყოფილმა გოლკიპერმა "ლა გაზეტა დელა სპორტთან" ინტერვიუში განაცხადა, დიდი სურვილი აქვს, რომ "როსონერი" გაწვრთნას.

    მარი მგალობლიშვილი
    23.04.2016

     მადრიდის "რეალიდან" ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგებული ალვარო მორატა იტალიის სერია ა-ს საკმაოდ კარგად მოერგო. გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც ადგილი მალევე დაიმკვიდრა. კარგი თამაშის მიუხედავად, 23 წლის ფეხბურთელს გოლები ნაკლებად გააქვს, ამას კი ფეხბურთელი იმით ხსნის, რომ იტალიაში გოლის გატანა საკმაოდ რთულია, რადგან თავდამსხმელებს სამი მცველის წინააღმდეგ უწევთ თამაში.

    მამუკა ნაცვალაძე
    22.04.2016

     მომავალ სამშაბათს, 26 აპრილს უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი შედგება. მანჩესტერში "სიტი არენაზე" ადგილობრივი გუნდი მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. მანჩესტერელები პირველად გავიდნენ ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშების ნახევარფინალში, მაშინ როცა "სამეფო კლუბი" 27-ედ ითამაშებს ფინალში გადასასვლელ ორმატჩიან რაუნდს.

    მამუკა ნაცვალაძე
    21.04.2016

     ფრენკ ლამპარდი ინგლისის ნაკრების, "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. ყოფილმა ნახევარმცველმა თავისი შედეგიანი და კრეატიული თამაშით ისტორიის ლამაზი ფურცელი დატოვა "ნისლიანი ალბიონის" საფეხბურთო ისტორიაში.

    მამუკა ნაცვალაძე
    20.04.2016

     მიმდინარე სეზონის ევროპული საგუნდო ჩემპიონატების მთავარი სენსაცია, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს საფეხბურთო ტოპ-ქვეყნების პირველობები, უდავოდ "ლესტერი" იქნება. გუნდმა, რომელმაც მანამადე პრემიერლიგის მაჩანჩალა იყო, მიმდინარე სეზონში იტალიელი კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით ისეთი ფურორი მოახდინა, ყველაზე გამჭრიახ გულშემატკივარსაც კი გაუჭირდებოდა განჭვრეტა.

    მარი მგალობლიშვილი
    19.04.2016

     არიგო საკიმ რამდენიმე დღის წინ 70 წლის იუბილე აღნიშნა. მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იტალიურ ფეხბურთს ეთმობა. საკიმ კარიერა "პარმაში" დაიწყო, შემდეგ იყო "მილანი", რომლის რიგებში ევროპის თასი ორჯერ მოიგო - 1989 და 1990 წლებში. არიგო საკი "გაზეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში მის განვლილ გზაზე საუბრობს.

    მამუკა ნაცვალაძე
    18.04.2016

     გასული წელი ქართული რაგბისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, "ბორჯღალოსნებმა" ინგლისში მსოფლიო თასზე ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი მოიგეს, მესამე ადგილი დაიკავეს და 2019 წლის იაპონიის მუნდიალზე თამაშის უფლებაც გაინაღდეს.

    მარი მგალობლიშვილი
    16.04.2016

     "მილანის" ლეგენდა ანდრეი შევჩენკო უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა. უკრაინელმა ფეხბურთელმა იტალიურ გამომცემლობა "ლა გაზეტა დელა სპორტთან" ისაუბრა საკუთარ გეგმებზე, ასევე უკრაინის ნაკრებში მის სამუშაოზე და განაცხადა, რომ ევროპის საუკეთესო მწვრთნელი მასილიმიანო ალეგრია.

    მამუკა ნაცვალაძე
    15.04.2016

     გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ოთხივე მონაწილის ვინაობა. ფინალში გასასვლელად იბრძოლებს ორი მადრიდული კლუბი - "რეალი" და ატლეტიკო", ასევე "მანჩესტერ სიტი" და მიუნხენის "ბაიერნი". წილისყრა ხვალ ჟენევაში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართება.

    მამუკა ნაცვალაძე
    14.04.2016

     გაირკვა ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი ნახევარფინალისტის ვინაობა - ისტორიაში პირველად ეს პატივი "მანჩესტერ სიტიმ" მოიპოვა, რომელმაც საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით 1:0 სძლია ფრანგულ პსჟ-ს. მეორე ნახევარფინალისტია მადრიდის "რეალი", რომელმაც სამბურთიანი სხვაობით 3:0 იმარჯვა გერმანულ "ვოლფსბურგთან".

    მარი მგალობლიშვილი
    13.04.2016

     მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ ლიდერი გარეთ ბეილი "სამეფო კლუბში" 2013 წელს გადავიდა და მას შემდეგ მადრიდელების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. სწორედ 2013 წელს ის იყო ერთ-ერთი გმირი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მისი გოლით მოიგო "რეალმა".

    მარი მგალობლიშვილი
    12.04.2016

     "მილანის" იაპონელი ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა აცხადებს, დროა საჭირო, რათა "როსონერი" კვლავ იმ მწვერვალებს დაუბრუნდეს, რაც გასულ წლებში იყო.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter