სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი მგალობლიშვილი
    25.07.2013

    საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში, სერბეთთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი მცირეღა დარჩა. ჩვენს ჯგუფში, საფრანგეთმა ასევე მინიმალური ანგარიშით 2:1 მოუგო თურქეთს და სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა. ამას ისიც ემატება, რომ ბოლო ტურში, ფრანგები უკვე ნახევარფინალზე მოფიქრალ სერბებს შეხვდებიან და, სავარაუდოდ, დადებით შედეგსაც მიაღწევენ იმის გათვალისწინებთ, რომ სერბებს ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვთ და მათი თავკაცი წამყვანი მოთამაშეების დასვენებას აპირებს. ამის შესახებ ლიუბინკო დრულოვიჩმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    მარი მგალობლიშვილი
    24.07.2013

    "ბარსელონას" ლიდერი ლეო მესიმ სეზონის განახლებამდე ესპანელ ჟურნალისტებს ესაუბრა. არგენტინელი ვარსკვლავის მიზანი ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. მესიმ "ბარსელონას" ახალ შენაძენზე, ნეიმარზეც, ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ბრაზილიელს ყველაფერში დაეხმარება და კარგ პარტნიორობას გაუწევს.

    მამუკა ნაცვალაძე
    22.07.2013

    ლიტვაში სტარტი აიღო ევროპის 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურმა ეტამპა. პირველი მატჩი ქართველ "ჯვაროსნებს" ალიტუსში ევროპის ორგზის ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებთან ჰქონდათ. გია ცეცაძის გუნდმა ღირსეულად ითამაშა, არაფერი დაუთმო სახელოვან მეტოქეს და ტოლ-სწორად წარმოაჩინა თავი. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

    მარი მგალობლიშვილი
    20.07.2013

    ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გორის "დილასთვის" წარმატებული აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყვით საჩხერის "ჩიხურაზე". იმერლები სტუმრად შვეიცარიულ "თუნთან" 0:2 დამარცხდნენ. საჩხერელებს განმეორებით შეხვედრაში დიდი გამოცდა ელით.

    მამუკა ნაცვალაძე
    19.07.2013

    ხვალ, 20 ივლისს, ლიტვაში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 19-წლამდელებს შორის. ევროპულ ბატალიებში საუკეთესო რვა გუნდი იასპარეზებს, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც. ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას ფრანგების წინააღმდეგ ხვალ გამართავს ალიტუსის სტადიონზე. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

    მამუკა ნაცვალაძე
    18.07.2013

    ივლის-აგვისტო ქართული ფეხბურთისათვის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია. ევროტურნირებისას აშკარად ჩანს ის დონე, რაც რეალურად ჩვენს ფეხბურთს გააჩნია. აბდუშახილისა არ იყოს ჯერ ხეირიანი მისალმება არ დაემთავრებინა ნამეტნავად გაახალგაზრდავებულ ქუთაისის "ტორპედოს", ისე გამოეთიშა ევროპულ ბატალიებს.

    მარი მგალობლიშვილი
    17.07.2013

    ღიმილით სახეზე და ვიზუალურად ძალიან ბედნიერი დანი კარვახალი დაბრუნდა გუნდში, რომელმაც მას ყველაფერი მისცა. მოთამაშე "თეთრების" ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო და ახლა სახლში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ესპანეთს გარეთაც მოუწია თამაში, კარვახალი მაინც მადრიდისტაა. მოთამაშე აღნიშნავს, რომ ძალიან ნერვიულობდა და წინა ღამეები საერთოდ არ ეძინა, თუმცა მზად არის, დაუბრუნოს გუნდს ყველაფერი, რაც "ბლანკოსმა" მას მისცა. ბევრი მოთამაშის ოცნება არ სრულდება ისეთ ნაადრევ ასაკში, როგორიც 21-ია.

    მარი მგალობლიშვილი
    16.07.2013

    2010 წლის ივლისში თბილისში არასახარბიელო ინფორმაცია გავრცელდა - საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე დააკავეს. ასე იწყებს ინტერვიუს რუსული გამომცემლობა "სპორტ-ექსპრესის" ჟურნალისტი ყოფილ ფეხბურთელთან.

    მამუკა ნაცვალაძე
    15.07.2013

    19 - წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირველ მატჩამდე რამდენიმე დღე დარჩა, საქართველოს ნაკრები ლატვიაში გადის შეკრებას. გუნდი სერიოზულად ემზადება, გია ცეცაძის შეგირდებმა უკვე გამართეს სპარინგ-მატჩი "სკონტოს" დუბლებთან და დამაჯერებლადაც იმარჯვეს 6:0.

    მარი მგალობლიშვილი
    13.07.2013

    იტალიური "მილანის" ყოფილი მცველი ალესანდრო ნესტა ახლა კანადის "ქდთ"-ში თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ "როსონერის" გამოცდილმა ფეხბურთელმა გუნდი დატოვა და სხვა კუნძულზე გადაბარგდა, "მილანის" ყველა თამაშს თვალს ადევნებს.

    მარი მგალობლიშვილი
    12.07.2013

    ინგლისის პრემიერლიგის სტარტამდე, 9 აგვისტოს "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე "ოლდ ტრაფორდზე" საქველმოქმედო მატჩს პრიმერა დივიზიონის წარმომადგენელ "სევილიასთან" ჩაატარებს. შეხვედრა რიო ფერდინანდის პატივსაცემად გაიმართება.

    მამუკა ნაცვალაძე
    11.07.2013

    საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ლატვური შეკრება ჩვეული ტემპით მიმდინარეობს. გუნდი ორჯერადი ვარჯიშითაა დატვირთული.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×