სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი მგალობლიშვილი
    05.07.2013

    საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ლევან ყენია კარიერას კვლავ გერმანიაში გააგრძელებს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გერმანულ "ფორტუნასთან" გააფორმა კონტრაქტი. ყენია გერმანიაში უკრაინული "კარპატიდან" გადავიდა.

    მამუკა ნაცვალაძე
    04.07.2013

    სატრანსფერო სეზონი ახალ სტადიაში შედის, გუნდები ახალი სეზონისთვის ემზადებიან და ახალ გეგმებს სახავენ მნიშვნელოვანი ბატალიების წინ. ვინ სად წავა, ვინ გააძლიერებს გრანდებს? ალბათ ზაფხულის ხვატისას ყველაზე აქტუალური საფეხბურთო კითხვა ეს უნდა იყოს.

    მამუკა ნაცვალაძე
    03.07.2013

    კარლო ანჩელოტის დანიშვნა მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად დღემდე რჩება ერთ-ერთ რეზონანსულ მოვლენად ბოლო კვირის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

    მარი მგალობლიშვილი
    02.07.2013

    "მანჩესტერის" ერთ-ერთი საუკეთესი ფეხბურთელი რაფაელი გასულ სეზონს აფასებს. მისი განცხადებით, "იუნაიტედმა" ინგლისის ჩემპიონობა იმიტომ მოიპოვა, რომ აქცენტი სწორედ პრემიერლიგაზე ჰქონდათ გადატანილი. თუმცა, რაფაელი დასძენს, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალის" დამარცხებას შეძლებდნენ.

    მამუკა ნაცვალაძე
    01.07.2013

    ბოლო სამი ათეული წელია, ქართულმა ფეხბურთმა მკვიდრად მოირგო მსოფლიო ფეხბურთის ანტურაჟის როლი. მასშტაბურ გამარჯვებებს შეჩვეული სტაჟიანი გულშემატკივრისთვის ძნელი აღმოჩნდა ამგვარ რეალობასთან შეგუება, თავად განსაჯეთ - ადრე თუ "ლივერპულის", მილანის "ინტერის", მიუნხების "ბაიერნის", ლისაბონის "ბენფიკასა" და სხვა მსოფლიო გრანდების დამარცხებით ვიწონებდით თავს, ორიოდ წლის წინ მაჩანჩალა მალტის ნაკრებთან საშინაო არენაზე ბოლო წუთზე გატანილი შემთხვევითი გოლი იქცა კინაღამ ეროვნული რანგის დღესასწაულად.

    მარი მგალობლიშვილი
    29.06.2013

    ქართველმა ნახევარმცველმა გოჩა ხოჯავამ ვლადიკავკაზის "ალანიასთან" 2 - წლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა, მის აგენტს ოსური კლუბის პრეზიდენტმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. სწორედ ამის შემდეგ გაფორმდა ხოჯავასა და "ალანიას" შორის ხელშეკრულება. ქართველი ფეხბურთელი ოსურ გუნდში ხაბაროვსკის "სკა-ენერგიადან" გადავიდა.

    მარი მგალობლიშვილი
    28.06.2013

    ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში წავიდა, გახდა ენერგეტიკის მინისტრი და ამავდროულად ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებს - ასე იწყებს რუსული გამომცემლობა "მოსკოვსკი კომსომოლეცი" კალაძესთან ინტერვიუს.

    მამუკა ნაცვალაძე
    27.06.2013

    ხვალ, 28 ივნისს, მოსკოვში "ლუჟნიკებზე" სტარტს აიღებს შვიდკაცას მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც რჩეულ 24 ნაკრებს შორის ქართული შვიდკაცაც იასპარეზებს. მიუხედავად იმისა, რომ "ბორჯღალოსანთა" შვიდეული მხოლოდ ფრაგმენტული წარმატებებით იწონებს თავს, 2001 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

    მამუკა ნაცვალაძე
    26.06.2013

    მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ გასულ კვირას გუნდს ოფიციალურად წარუდგინა ახალი მთავარი მწვრთნელი პეპე გვარდიოლა. საგულისხმოა ისიც, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა პეპე გვარდიოლას წარდგენა "ალიანც არენის" საკონფერენციო დარბაზში, მაშინ როცა მისი წინამორბედები ლუიშ ვან გაალი და იუპ ჰაინკესი გუნდმა საკუთარი ბაზის ერთ პატარა შენობაში გააცნო მედიას.

    მარი მგალობლიშვილი
    25.06.2013

    35 წლის ჯანლუიჯი ბუფონი წლებია, "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი მეკარეა. ამ ხნის განმავლობაში სუპერ "ჯიჯი" მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ოთხჯერ დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერად.

    მამუკა ნაცვალაძე
    24.06.2013

    მიმდინარე წლის ახალი საფეხბურთო სეზონი განსაკუთრებული უნდა იყოს იტალიური "ნაპოლისათვის", ნეაპოლიტანელი ტიფოზები მოუთმენლად ელიან საფეხბურთო ბატალიების განახლებას, მათმა საყვარელმა გუნდმა ხომ გასულ სეზონში მართლაც შესანიშნავად იასპარეზა, დამსახურებულად დაიმკვიდრა სერია ა-ში მეორე ადგილი და ექვსქულიანი სხვაობით ჩამოიტოვა მუდამ ჩემპიონობისათვის მებრძოლი "როსონერები".

    მარი მგალობლიშვილი
    22.06.2013

    საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ახალი სეზონი შესაძლოა, მოსკოვის "ლოკომოტივში" დაიწყოს. ამ ინფორმაციას რუსული და უკრაინული გამომცემლობები ავრცელებენ. თავად ფეხბურთელი შვებულებაშია და საქართველოში იმყოფება. კობახიძემ ნაკრებში დანიასა და ირლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. ამჟამად ქართველი ნახევარმცველი უკრაინულ "დნიპრს" ეკუთვნის, თუმცა, დნეპროპეტროვსკულ გუნდში თამაში იშვიათად უწევს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×