სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    06.05.2017

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმეზე მიმდინარე სხდომა, რომელიც გუშინ დაიწყო, დაიხურა. ბრალდების მხარის მიერ სხდომის დახურვის მოთხოვნის ერთ-ერთი არგუმენტი საქმეში არსებული ის ვიდეო და აუდიომტკიცებულებები გახდა, რომლებშიც საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ფიგურირებდნენ. მოსამართლე ბადრი შონიას განცხადებით, ღია სხდომის შემთხვევაში მათი ვინაობის გამჟღავნება მოხდებოდა, რაც მათი თავისუფლების ხელყოფაა.

    მოსამართლის მიერ სასამართლო სხდომის დახურვის კიდევ ერთი არგუმენტი იქნა დასახელებული. შონიამ განმარტა, რომ ღია სასამართლომ, შესაძლოა, საზოგადოებაში სასულიერო პირების მიმართ არასწორი წარმოდგენა შექმნას.

    უნდა დახურულიყო თუ არა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     გია ბუღაძე (მხატვარი): "ციანიდის საქმე საზოგადოებრივი ინტერესის თემაა და დახურული არ უნდა ყოფილიყო. როგორც მახსოვს, მამალაძის ადვოკატები ითხოვდნენ, რომ საჯარო ყოფილიყო."

     

     

     

     

     მიხეილ ცაგარელი ასტროლოგი): "ვითომ იმის გამო ხურავენ, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას და საზოგადოებამ ეკლესიაზე ცუდი არ იფიქროს. საზოგადოებამ ეკლესიაზე ცუდი უკვე იფიქრა. ამაზე მეტი სახელის გატეხვა აღარ ვიცი. ალბათ იმაზე უარესი ხდება, ვიდრე ვიცით და ალბათ დახურვის მიზეზიც ეს არის.

    "სინამდვილეში რა და როგორ მოხდა, შეიძლება ვერ გავიგოთ და ის ვერსია მოვისმინოთ, რომელიც ვიღაცას ხელს აძლევს. ჩვენ სხვა რამეს ველოდებოდით და სულ სხვა რაღაც მივიღეთ, რაც არ მგონია, მაინცდამაინც კარგი იყოს. თუ ეს ეკლესიას ზარალს მიაყენებს, კი, ბატონო, იყოს დახურული, მაგრამ ბოლოს სიმართლე გვითხრან."

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): "ხალხისთვის ძალიან საინტერესო საკითხები, ჯობია, ღია იყოს. მაგრამ შეიძლება ისეთი ნიუანსები და დეტალებია, რაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ნერვებს აუშლის. ველოდი, რომ ღია იქნებოდა და ყველა ჩემს კითხვაზე პასუხს მივიღებდი."

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "არავითარ შემთხვევაში. აბსოლუტურად ღია უნდა იყოს. არ მგონია, სასამართლოს დახურვა ეკლესიას მოეთხოვა. ვფიქრობ, ამას უფრო პოლიტიკური მოტივები აქვს.

    "ძალიან სამწუხაროა, რომ ღირსად არ გვთვლიან, სიმართლე გავიგოთ. სამწუხაროდ, ბოლო დროს შეცდომების კასკადია და მგონი, ესეც ერთ-ერთი შეცდომაა.

    "ეს ჩვენი ხელისუფლების მორიგი შეცდომაა. ძალიან მძიმე ბრალდებაა და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, გამოძიება და სასამართლო პროცესი რა შედეგს მოიტანს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter