Warning: Illegal string offset 'head' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61

Warning: Illegal string offset 'shead' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61
ჩატარდება თუ არა ობიექტური გამოძიება პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე?
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    26.12.2017

    პოეტი ზვიად რატიანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანით სახლიდან ე.წ. ძველი რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზვიად რატიანის ადვოკატმა ანი ნასრაშვილმა განუცხადა.

    "ზვიად რატიანი გადაიყვანეს ე.წ. ძველი რკინიგზის საავადმყოფოში. ის თავს შეუძლოდ გრძნობდა, ვერ გადაადგილდებოდა, აქვს ტვინის შერყევა, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მეტ ინფორმაციას არ ვფლობ. სახლიდან გადაიყვანეს. სხეულზე აღენიშნება დაზიანებები", - განაცხადა ადვოკატმა.

    სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული წესით 24 დეკემბერს დააკავეს. რატიანის ინფორმაციით, დაკავების დროს მას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

    ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ზვიად რატიანის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით.

    თავის მხრივ, პროკურატურამ რატიანის მიმართ პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

    ჩატარდება თუ არა ობიექტური გამოძიება რატიანის საქმეზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     გია ბუღაძე (ფერმწერი): ალბათ, ჩაატარებენ ფორმალურ გამოძიებას. ამის გამო თავს არ შეირცხვენენ, მაგრამ ზოგადად, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი.

     

     

     

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): მგონია, რომ არა. როგორც ასეთ შემთხვევებში არაერთხელ მომხდარა, ახლაც არ მგონია, ობიექტური გამოძიება ჩატარდეს. ამჯერადაც ვინც არის რეალური დამნაშავე, არ მიიღებს იმ პასუხს, რაც მას ეკუთვნის.

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): თუ ობიექტური გამოძიება არ ჩატარდება, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ჩატარდება.

     

     

     

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ობიექტური გამოძიება იმას გულისხმობს, რომ გამომზეურებული და გამოყენებული იქნება ის ჩანაწერები, რომელთაც პოლიციელები იღებდნენ. ამ ბოლო დროს საეჭვოდ ქრება ეს ჩანაწერები, თუმცა მგონია, რომ ობიექტური გამოძიება მაინც უნდა მოხდეს.

    გახარია ისე მოტივირებულია, მოიშოროს უღირსი პოლიციელები, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ობიექტური გამოძიება ჩატარდება. ადამინს ისე სცემეს, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს და რა ვიცი...

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved