Warning: Illegal string offset 'head' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61

Warning: Illegal string offset 'shead' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61
ეთანხმებით თუ არა განცხადებას, რომ თუ ე.წ. ახალგაზრდა ლიდერები იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატის თანმხლები “ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს?
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    17.04.2018

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, თუ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის თანმხლები პირები ე.წ. ახალგაზრდა ლიდერები იქნებიან, შესაძლოა, "ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნებში წააგოს.

    "პირდაპირ გეუბნებით, რომ პირველი ტური კი არა, შეიძლება საერთოდ წავაგოთ. პრემიერს ბევრად მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ზარდიაშვილს, მდინარაძეს, კობახიძესა და თალაკვაძეს ერთად აღებულს. "ამათ "ქართული ოცნების" ახალ სახეებს ვეღარ დავარქმევ, ეგენი არ არიან ახლები, ჩვენ გვყავს ახალი სახეები, იგივე თამარ ჩუგოშვილი, კახა კუჭავა, სოფო ქაცარავა და ა.შ," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

    ეთანხმებით თუ არა უმრავლესობის წევრის განცხადებას, რომ თუ "ქართული ოცნების" ე.წ. ახალგაზრდა ლიდერები იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატის თანმხლები პირები, "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს? - ამ შეკითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): არ ვეთანხმები, არჩევნებში წაგების მიზეზი მხოლოდ ეგ არ იქნება, საუბარი იმ პროგრამის შესრულებაზეა, რომელიც 2013 წელსა და მომდევნო არჩევნებში შემოგვთავაზეს.

    სწორედ ეს შეიძლება გახდეს წაგების მიზეზი და არა ის, ახალი თუ ძველი თაობის წარმომადგენლები იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატის მთავარი თანმხლები პირები.

     ავთო სულაბერიძე(დემოგრაფი): მმართველ გუნდს საზოგადოებაში რეპუტაცია არ აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, თანმხლები პირები ახალგაზრდა თუ ძველი წარმომადგენლები იქნებიან, "ქართული ოცნება" არჩევნებში დამარცხდება, თუ კანდიდატად ივანიშვილი არ იქნება წარდგენილი.

     

     

     იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): დავით ჭიჭინაძე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კვირიკაშვილის გუნდშია. ეს განცხადება, ბუნებრივია, ბადებს შეკითხვებს. "ქართული ოცნება" და კვირიკაშვილი ერთი გუნდია, კვირიკაშვილი კი პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება, თუ მისი მხარდამჭერები ახალგაზრდები იქნებიან, ჭიჭინაძის ლოგიკით, მან არჩევნებში უნდა წააგოს, რაც არ მგონია, მოხდეს. თუმცა გააჩნია იმასაც, ვინ იქნება მეორე მხარეს.

     ქეთი ბექაური (იურისტი): ჯერ არ ვიცით, ვინ მოიაზრება კანდიდატად. ნაჩქარევი განცხადება, არ მგონია, სწორი იყოს. გადამწყვეტი თვითონ კანდიდატია საპრეზიდენტო არჩევნებში, რამდენად მისაღები იქნება ის საზოგადოებისთვის.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved