სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    01.05.2018

    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში - უეს მიტჩელის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას და ნატოს წევრებს მოუწოდებს, იმ დროს აღებული ვალდებულება შეასრულონ.

    თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მიტჩელმა განაცხადა, რომ ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აშშ საქართველოს მხარს უჭერს.

    მისი თქმით, საქართველო ძლიერი პარტნიორია, ვინაიდან ამერიკის გვერდით დგას საერთო საფრთხეების წინაშე ბრძოლაში.

    ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში თაჩან ილდემი კი აცხადებს, რომ მას აქვს მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის და რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოსკენ.

    მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ჩატარდა ნატოს მინისტერიალი, სადაც ასევე აღინიშნა მხარდაჭერა და ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პოზიტიურ ტენდენციას.

    რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს ნატოში ინტეგრაციისკენ რეალური ნაბიჯები გადაიდგას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): ეს ჩვენზე და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მაინც რუსეთია, რადგან შეერთებული შტატები, ასე თუ ისე, მაინც ანგარიშს უწევს მას.

     

     

     თემურ ნანეიშვილი (პროფესორი): მე ვფიქრობ, ეს საკითხი პიროვნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ერთადერთ ხელის შემშლელ ფაქტორად რუსეთთან ურთიერთობა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა მიმაჩნია.

    სანამ ასეთი მდგომარეობა იქნება, ნატოს გაუჭირდება ჩვენი მიღება. ნატოს თავდაცვის მეხუთე მუხლით, თუ ამ რეგიონებში რამე წინააღმდეგობა შეიქმნება, პროგრამა ამოქმედდება, რაც მსოფლიო ომის ტოლფასია.

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  არ მგონია, ეს ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მოხდეს. ტრამპს ნაკლებად აინტერესებს საქართველო, მას სხვა გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, შიდა მდგომარეობაზე არის ორიენტირებული.

     

     

     მიხეილ ღანიშაშვილი (მწერალი):  ეს საკითხი რეალურია, ტრამპი არაორდინარული პრეზიდენტია. ლოგიკაშიც ჯდება, საქართველო, დიდი ხანია, ნატოსკენ მიისწრაფვის, ამერიკის პოზიცია კი ამ თემასთან დაკავშირებით არ იცვლება. ტრამპი, ვფიქრობ, საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved