რეზონანსი
30.07.2020

ალექსანდრე თევზაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს მიმართვას, რომელიც პრობლემურ საკითხს ეხება. მისი თქმით, ზღვაში ბანაობის შემდეგ მის ქალიშვილს ისეთი სიმპტომები განუვითარდა, რომლის ნახვასაც არც ერთ მშობელს არ უსუსრვებს.

„იქნებ, ვინმემ ჟურნალისტებიდან გამოიკვლიოს,ზაფხულის განმავლობაში რატომ არ წყდება პატარა ბავშვების ნაკადი საავადმყოფოებში, კუჭის ვირუსული დაავადებებით გამოწვეული?!

ევა ისე ცუდად გვყავდა ერთი საათის განმავლობაში, გადარჩებოდა თუ არა, არ ვიცოდით!

ჩვენ მოგვიწია იმის ნახვამ, რაც არც ერთმა მშობელმა ცხოვრებაში არ უნდა ნახოს, ხელში გვეჭირა ბავშვი, რომელსაც სიცოცხლე ტოვებდა, ბავშვს სიცხე ჰქონდა 42,2 და მთელი სხეული მუქი ლურჯი!

როგორც აღმოჩნდა, საავადმყოფოში 90% ბავშვების იგივე სიმტომებით იმყოფება და სანამ იქ ვიყავით, უამრავი მშობელი მოქროდა ბავშვების გადასარჩენად კრიტიკული მდგომარეობით!

ყველა ამბობს, რომ ბავშვებს ეს ემართებათ ზღვაში ბანაობის შემდეგ, როგორც ევას შემთხვევაში!

ჩემი აზრით, ქალაქის ნაგავსაყრელი, რომელიც მოვიწყვეთ ჭოროხის შესართავთან და მისგან დაწურული ათასი სიბინძურე, რომელიც დინებას მოაქვს, ბათუმის სანაპიროზე არის ამ ჯოჯოხეთის მომწყობი!

იქნებ, ვინმე დაინტერესდეს სტატისტიკით და ეკოლოგების აზრიც გაიგოს ამასთან დაკავშირებით!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×