რეზონანსი
12.09.2020

განო მელითაური ქვეყანაში შექმნილ ვითარების შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"ცემში რომ გავხიზნე ოჯახობა ცალკე მდგომ სახლში, უკაცრიელი შემოგარენით, გეგონათ არ გვიყვარს მრავალფეროვანი დასვენება, ზღვა, კლუბები და წვეულებები? ან ბავშვებს არ სურდათ აუზი და ნაირ-ნაირი სასტუმროები? ან სამბავშვიანი წვეულება რომ მოვუწყე ტასოს დაბდღეზე, მეგობრები არ გვყავს მეტი? და ასე შემდეგ?

არსებობს თუ არა და "კაი ერთი რა კორონა" არის უპასუხისმგებლობა ქვეყნის, მეგობრების და პირველ რიგში საკუთარი ოჯახის მიმართ!

ძალიან საწყენი იქნება, თქვენი "გულაობის" გამო ჩემს 4 შვილს თუ რამე დაემართება და ისიც საწყენია, გაფართოებული თვალებით რომ ელოდნენ ტასო და მისი მეგობრები სკოლას და ისევ ეს სიმახინჯე რომ მიიღეს საპასუხოდ!

რა დავაშავეთ მათ, ვინც ზედმიწევნით ვიცავთ ყველა წესს?! და ვზრუნავთ იმ უპასუხისმგებლოთა ოჯახის წევრებზეც ამით! წადით, იგუგუნეთ უხარისხო, ოფლიან ტუსოვკებზე, და მერე პოსტები წერეთ, რას გიშვებათ მთავრობა. და რატო არ კეტავენ საზღვრებს, მერე რო დაკეტავენ, იგივე ხალხმა იჩხუბეთ, რატომ არ ხსნიანო", - წერს განო მელითაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×