რეზონანსი
29.11.2020

ექიმი არჩილ მარშანია, სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, როგორც ის წერს პანდემიის მიმდინარეობის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა დეზინფორმაციის გავრცელებაა.

მარშანია საზოგადოებას ურჩევს იხელმძღვანელონ, მხოლოდ მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებული და გავრცელებული რეკომენდაციებით

„ვის ვენდოთ?

პანდემიის მიმდინარეობის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა დეზინფორმაციის გავრცელება, მონაცემთა ბაზებით/სტატისტიკით მანიპულაცია და პირადი მოსაზრების რეკომენდაციად თუ მტკიცებულებად გავრცელებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი განათლების მქონე ადამიანი მოწყვლადია გარკვეული დეზინფორმაციების მიმართ, ადამიანები რომლებიც სამეცნიერო მეთოდში ვერ ერკვევიან ისინი უფრო მარტივად შეიძლება შევიდნენ შეცდომაში.

მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაციები, წყაროთა სანდოობა და მათი განხილვა კომპლექსურია და რთული, და ერთი ოქროს გასაღები ამ ყველაფრის გადასაჭრელად არ არსებობს, მსგავსი მომენტების მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცებითი მედიცინის ბაზისური პრინციპის - მტკიცებულებათა სანდოობის იერარქიის ცოდნა.

ამ იერარქიის ყველაზე დაბალის საფეხური, ანუ ყველაზე დაბალი დონის მტკიცებულება, ეს არის ექსპერტის მოსაზრება.

ნებისმიერი სპეციალობის და რეგალიის მქონე, ცნობილი თუ ავტორიტეტული ადამიანის მოსაზრება, რაც არ უნდა ეწეროს მას დიპლომში და რაც არ უნდა ლოგიკურად გამართული იყოს ეს მოსაზრება, თუ ამ მოსაზრებას არ ამყარებს სამეცნიერო ფაქტი ანუ სწორად ჩატარებული კვლევები და მათი კრიტიკული ანალიზი, მისი სანდოობა მინიმალურია, მტკიცებით ფორმაში საუბრისთვის კი ამ მოსაზრების ფასი არის 0.

ხოლო ნებისმიერი სპეციალისტი, რომელიც მხოლოდ თავისი მოსაზრებით ნებისმიერ თემაზე მტკიცებით ფორმაში საუბრობს, ის ან შარლატანი ან ელემენტარულად გაუნათლებელია.

რადგან მეცნიერებას არ აინტერესებს არავის სუბიექტური მოსაზრება, ის თავისი ობიექტურობით ისედაც არსებობს.

ასე მუშაობს მეცნიერება.

ამიტომ იხელმძღვანელეთ მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებული და გავრცელებული რეკომენდაციებით და მოუსმინეთ სპეციალისტებს რომლების სანდო წყაროებზე დაყრდნობით და მათი წარდგენით საუბრობენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში ვიქნებით ისევ ასე გაუნათლებლობის ქაოსში:

ისევ გვეყოლება ავტორიტეტად მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჰომეოპათები, ისევ გვეგონება რომ ნობელის პრემიის ლაურეატმა რახან თქვა ე.ი. ეგრეა და სხვა შეკითხვებს აღარ დავსვამთ, ჰომეოპათია და მსგავსი შარლატანობები ისევ გვეგონება მედიცინა, საზოგადოებრივ ჯანდაცვის მენეჯმენტს და კლინიკურ მედიცინას ავურევთ ერთმანეთში, ვინც კი რამე წამლის ანოტაცია წაიკითხა ყველას ექიმი ეგონება თავი, და ვინც პანდემიების ისტორია დაგუგლა კი ეპიდემიოლოგად მოგვევლინება, შინაარსობრივად ისევ ვერ გავარჩევთ სტატისტიკურ კორელაციას და სამეცნიერო ფაქტს ერთმანეთისგან, ვისაც სამედიცინოს ეზოში დაუბირჟავებია ყველა ექსპერტად მოგვევლინება და ვიქნებით ასე ბედნიერად წელვა-წელვაში“- წერს არჩილ მარშანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კოტე   (29.11.2020)
სიმართლეს ამბობთ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×