რეზონანსი
30.11.2020

მომღერალი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, გიული დარახველიძე გარდაიცვალა. მის მიერ დაწერილი სიმღერა „ფიფქებო" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პოსტი მისმა შვი­ლიშ­ვი­ლმა ირი­ნა გე­ლაშ­ვი­ლმა გამოაქვეყნა:

„სულ ამ დღისთვის გვამზადებდა, მაგრამ მაინც მოუმზადებლები შევხვდით. სულ მამეორებინებდა მის პანაშვიდებზე რა მუსიკა უნდა ჩაგვერთო, ვის რა უნდა გაგვეკეთებინა და როგორ უნდა დაგვეკრძალა... სამწუხაროდ ბევრი რაღაცის გაკეთებას ვერ ვახერხებთ, იმის გამო რომ პანდემიაა... მან კორონა დაამარცხა, მაგრამ სიბერე ვერა...

ხვალ გავაცილებთ სამუდამოდ... ვისაც გაცილება გინდათ, ხვალ, სამშაბათს 12 სათიდან ვაკის სამებაში იქნება... ძალიან რთულა ჩემთვის მასზემე რაიმეს დაწერა, ვერც ერთი სიტყვა გამოხატავს იმას რაც ამ ქალმა დატოვა ჩემში და ზოგადად ამ ქვეყნად, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი,

მე აღარ მყავს ბებია",- წერს ირინა გელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×