რეზონანსი
26.02.2021

ნანიკო გრიგალაშვილი, 3 წლის სანის მარტოხელა დედაა. ნანიკოს სანის გარდა, თუ მეგობრებს არ ჩავთვლით, არავინ ჰყავს. მამა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ავადმყოფობას ემსხვერპლა, დედა კი, რომელიც მისი ერთადერთი იმედი იყო, კორონავირუსმა წაართვა. ნანიკოს, დედის დაკრძალვა, საავადმყოფოდანვე მოუწია. ნანიკო იხსნებს, თუ რა გახდა დედის გარდაცვალების მიზეზი და ადამიანებს მოუწოდებს, მეტად გაუფრთხილდნენ ერთმანეთს:

"დედას დაეწყო სიცხეები, მაგრამ არანაირი სიმპტომი არ ერთვოდა, ამიტომ ჩვენც გაციებას დავაბრალეთ. გაუარა და დაახლოებით 5 დღის მერე, ისევ შეუძლოდ გახდა. უკვე ყოველ დღე მძიმდებოდა. ღამე თითქმის არ ეძინა. ვერ სუნთქავდა მადა არ ქონდა, სუნსაც ვერ გრძნობდა, თუმცა მაინც ეგონა რომ სხვა რამ ჭირდა და არა კოვიდი. სასწრაფოს არ მაძახებინებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთ დღედაც ჩუმად დავრეკე, მოვდინენ და სასწრაფოდ ტესტზე გაგვგზავნეს.

ავიღეთ და კაბინეტიდან გაისმა ხმა – ქალბატონო თქვენი ტესტი დადებითია. დედამ ერთი ძლიერად ამოიოხრა და ისევ სასწრაფო გამოვიძახეთ კლინიკაში გადაყვანის მიზნით. დედამ მთხოვა, ამ ერთ ღამესაც გავათენებ სახლშიო, მაგრამ ნაცნობი ექიმები, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, მეუბნეოდნენ რომ ჟანგბადის გარეშე ძალიან დამიმძიმდებოდა და წუთი არ უნდა დამეკარგა.

დედა პირველ დღეს კარგად იყო, მეორე დღეს ექიმს რომ ვესაუბრე, მითხრა რომ მდგომარეობა არც ისე კარგია და შეიძლება აპარატზე შეერთება დაჭირდესო. არც კი დამიშვია რომ რამე ცუდი მოხდებოდა.

მესამე დღეს მითხრეს რომ გადარჩენის შანსი, მხოლოდ 0.05% იყო. ეგონათ, რომ დედას კოვიდთან ერთად ლეიკემია ჰქონდა, თუმცა ასე არ იყო. დედას ფიბრომული კვანძები აწუხებდა და ის გაუღიზიანა ამ დაავადებამ. მთელ ორგანიზმს მოედო და საბოლოოდ სიცოცხლე სიკვდილმა დაამარცხა.

სახლში თუ მოვასვენებდი დედას, ხელწერილი უნდა დამეწერა, რომ სამძიმარზე არავინ შემოვიდოდა. 2 000 ლარიანი ჯარიმა იყო მათთვის, ვინც დაარღვევდა, რადგან მე და ბავშვი ისევ კარანტინში ვრჩებოდით. სახლში ჩვენ გარდა არავინ იყო. მე არც ფინანსები მიწყობდა ხელს, რომ დედა სახლში მომესვენებინა, მერე ის ისევ მექირავა მანქანა და საფლავზე წამესვენებია. არც ის მინდოდა ცარიელ ოთახში დალუქულ სასახლესთან მე და ბავშვი დავრჩენიყავით მარტოები და ბავშვს სტრესი მიეღო ამით. ამ ყველაფრის გამო დედას დაკრძალვა იმ დღესვე მომიწია, რასაც უბანში დიდი აჟიოტაჟი მოყვა და ხელახლა განხილვის საგანი გახდა ჩემი ოჯახი. მე დღემდე მიწევს ადამიანებისთვის ახსნა, თუ რატომ მომიწია ჯერ კიდევ თბილი დედის დაკრძალვა”.

წყარო: mshobeli.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Mari   (27.02.2021)
Tqveni bralu araa.darwmunebuli var ganicdit zalian.Bevria izulebuli tqvennairad moiqces.Roca sul marto xar,aset gausazlis situaciashi,mxolid tavis gadarchenaze piqrob.ra sheicvleboda saxlshi mikvanit.araperi,tu verc mezobeli mogisamzimrebdat.

თინა   (26.02.2021)
ღმერთმა დასაჯოს ყველა ის ხალხი ვინც ასეთ საშინელ ცხოვრების სისტემას შეუწყო ხელი,სამწუხარო და საშინელებაა ეს ყველაფერი...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )