რეზონანსი
24.09.2021

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მამა გახდა. პატარა თებეა გოგინავა 19 ივნისს დაიბადა. მანამდე კი საშინელი წელიწადნახევარი გაიარა – კოვიდთან ბრძოლას შეეწირა მისი მამა, დედა კი ძლივს გადაურჩა. თავადაც მძიმედ გადაიტანა ეს საშინელი ვირუსი. კორონავირუსი ფეხმძიმობისას მის მეუღლეს, ელენე ხარაშვილსაც შეხვდა, საბედნიეროდ იოლ ფორმებში.

„ბავშვი ცოტა ადრე, დაახლოებით ერთი თვით ადრე დაიბადა ფიზიოლოგიური მშობიარობით და ყოველგვარი გართულების გარეშე. ჩემს მეუღლეს აქვს რეზუსუარყოფითი სისხლის ჯგუფი, ბავშვს – დადებითი და ექიმმა ჩათვალა, რომ ცოტა ადრე ემშობიარა. დააჩქარეს მშობიარობა, თუმცა ამას არ უმოქმედია ბავშვის განვითარებაზე, რადგან ისეთივე განვითარების იყოს, როგორც ჩვეულებრივი ახალშობილი. უბრალოდ, შედარებით პატარა წონის იყო 2 კგ და 400 გრამი დაიბადა, მაგრამ ეს წონაც არ ითვლება დიდ პრობლემად ახალშობილებში…

პატარას მოლოდინიც ძალიან ამაღელვებელი იყო, თუმცა, ჩემი რიტმიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დროს ვატარებდი, ორსულ მეუღლესთან. დროც არ მრჩებოდა, რომ ეს ყველაფერი კარგად გამეაზრებინა. ახლა უფრო კარგად ვიაზრებ, თურმე რამხელა ბედნიერება მელოდება წინ. სანამ დაიბადებოდა, ეს ყველაფერი გააზრებულ-გაცნობიერებული არ მქონდა. ღვთის წყალობით, ყველაფერი გადავლახეთ და ახლა ჯანმრთელი შვილი გვყავს.

მე თვითონაც მძიმედ გადავიტანე კოვიდი. მერე – ჩემი მშობლების ამბავი… ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, დაღი დაასვა ორსულობის პერიოდს. ალბათ ისე ვერ ვიყავი მასთან, როგორც უნდა ვყოფილიყავი, თუმცა საპატიო იყო ჩემთვის ეს ამბავი“, – განუცხადა ალექსანდრე გოგინავამ ჟურნალ „სარკეს".

წყარო: „სარკე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×