რეზონანსი
24.09.2021

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 26 წლის კოტე ლო­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.  ის დე­დოფ­ლის­წყა­როდან იყო და თბილისის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე სოსო გო­გაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა:

„არ შე­მეძ­ლო ეს არ და­მე­წე­რა. ამ ბიჭს სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი, ნა­ნა­ხიც არ მყავ­და. "ფე­ის­ბუქ­ზე" მე­გობ­რო­ბა გა­მო­მიგ­ზავ­ნა და­ვი­მა­ტე და პი­რად­ში მომ­წე­რა. ძა­ლი­ან მა­გარ საქ­მეს აკე­თებ­თო და მინ­დაო, რომ მე ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო იო­სებ არი­მა­თი­ე­ლის ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­შიო. თან­ხით შე­იძ­ლე­ბა ვერ და­გეხ­მა­რო­თო, მაგ­რამ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი და ტექ­ნი­კა შე­მიძ­ლი­აო. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე და მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ შევ­ხედ­რო­დით და დაგ­ვე­გეგ­მა.

ცოტა ხან­ში ისევ მომ­წე­რა, კო­ვი­დი­დან ახა­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მე გა­ვი­გეო, რომ კო­ვი­დი გქონ­და­თო და ახლა მე მაქ­ვსო, კლი­ნი­კა­ში ვწე­ვა­რო, ცუ­დად ვარ მი­ჭირს სუნ­თქვაო. ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი, მი­თ უ­მე­ტეს იმ დღე­ებ­ში ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი "პა­კი­შა" წაგ­ვარ­თვა ამ ვე­რაგ­მა ვირუს­მა.

მე რაც შე­მეძ­ლო გა­ვამ­ხნე­ვე, ცოტა დათ­რგუ­ნუ­ლი მეჩ­ვე­ნა. ვუ­თხა­რი ეცა­დე ბევ­რი იარო, ღრმად ისუნ­თქო ტკი­ვი­ლამ­დე, ეცა­დე გუ­ლაღ­მა არ დაწ­ვე, მი­ი­ღე ბევ­რი წყა­ლი, სი­თხე­ე­ბი. არ უყუ­რო ტე­ლე­ვი­ზორს და არ გა­ე­კა­რო ფე­ის­ბუქ­ზე არა­ნა­ირ ნე­გა­ტივს-თქო. მე და­ვა­მარ­ცხე და შენც და­ა­მარ­ცხებ-თქო.

კარ­გი ხა­სი­ა­თი და პო­ზი­ტი­ვი ან­გრევს მაგ ვირუსს-თქო. რა­ ვი­ციო, ქვე­ყა­ნა რა­ღა­ცას მი­კე­თე­ბე­ნო, მასე გა­ვა­კე­თე­ბო მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და. შემ­დეგ სულ ვკი­თხუ­ლობ­დი მის ამ­ბავს, ნელ-­ნე­ლა მძიმ­დე­ბო­და, აი ახლა ეს ცუდი ამ­ბა­ვი წა­ვი­კი­თხე. სა­სუ­ფე­ვე­ლი და­გიმ­კვიდ­როს უფალ­მა, კარ­გო ბიჭო, უც­ნო­ბო მე­გო­ბა­რო, ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს და ჩვენს კუ­თხეს…"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×