რეზონანსი
13.10.2021

ნიუ ჯერსიში 69 წლის ქალი ყინულივით ცივ მდინარეში ჩავარდა. ის ნავსადგურის სვეტების გარშემო ცურავდა, მაგრამ სწრაფი დინების გამო ამოსვლას ვერ ახერხებდა. ის შველას ითხოვდა.

მეზობლებმა, ნათია ჩაჩავამ და ჯინ სერპენტელმა ქალის ხმა გაგაიგონეს, ხმას მიჰყვნენ, იპოვეს, დახმარება აღმოუჩინეს და 911-ში დარეკეს. 69 წლის ქალი მდინარეში დახრჩობას გადარჩა. მან წყალში 30 წუთი გაატარა.

,,გოგო, რომელსაც უკვე მთელი ნიუ ჯერსი იცნობს და რომელმაც ამერიკელი მოხუცი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა, არის ჩვენი, ქართველი და სუპერ ადამიანი. ნათია ჩაჩავა – ვამაყობ შენთან მეგობრობით”, – წერს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ლაშა პატარაია.

"sarkenews.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×