რეზონანსი
03.12.2021
რეკლამა
რეკლამა

პეტრე მამრაძის განცხადებით, სააკაშვილის რესურსი ამოწურულია როგორც მის გუნდში, ასევე, ზოგადად დასავლეთის იმ წრეებში, სადაც ის, ერთ დროს მეტად პოპულარული იყო. თუმცა, სააკაშვილის უკან სერიოზული ძალა დგას და ესენი არიან არის რუსეთში მოქმედი კრიმინალური ავტორიტეტები.

“რესურსი ამოწურულია, მინდა ყველამ იცოდეს, რომ სააკაშვილი მარტო არ არის, მის უკან დგას სერიოზული ძალა, ჩართეთ და აჩვენეთ, “იუთუბზე” დევს, ყველას შეუძლია ნახოს, ზელენსკი რომ არ აწერდა ხელს და არ უბრუნებდა უკრაინის მოქალაქეობას, პუტინის განცხადების შემდეგ, მეორე დღეს ზელენსკი აწერს ხელს.

და სააკაშვილი რომ შეჰყავდათ პოლონეთიდან, იქ რომ ბიძა-ბიძა ხალხი დგას, ვინ არიან? ესენი არიან რუსეთის კრიმინალის წამყვანი ავტორიტეტები, გაშიფრულია მათი გვარ-სახელები, ამაზე ფილმიც არის. სააკაშვილის უკან არის ძალა, თუმცა ამ ძალისთვისაც ჩანს, რომ ის არის დახარჯული რესურსი. 

ჟონავს ინფორმაცია “ნაცების” შიდა საუბრებში, “ნეტავ ვინმემ გააგოროს სააკაშვილიო” – ეს ხომ დასამალი არ არის.

ყველა მხარეს, “ნაცების” ჩათვლით აწყობს, რომ ის გაქრეს, დასავლეთში მას, რეალური მხარდამჭერი აღარ ჰყავს. და ერთს ვიტყვი ბოლოს, პირადად მე, მიშასგან, კარგის მეტი არაფერი მინახავს, პირადად მე, მაგრამ პირადზე ხომ არ არის საუბარი? მოღალატეა, მან უღალატა ქართველ ხალხს და უდიდესი ზიანი მიაყენა. დღეს, საქართველოს ციხეში არც ერთი დამნაშავე არ არის, რომელიც შეიძლება ახლოს დადგეს სააკაშვილთან, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმით”- განაცხადა პეტრე მამრაძემ გადაცემაში "იმედი live".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×