რეზონანსი
08.07.2022

გაუჩინარებული წყალტუბოელი გოგოს დედა, ხათუნა გიორგობიანი შვილის მოძებნისთვის სოციალურ ქსელში მადლობას იხდის.

"მადლობა ყველა იმ ადამიანს დიდს თუ პატარას, ნაცნობს თუ უცნობს, ვინც ჩემი გასაჭირი გულთან მიიტანა და მაქსიმალურად გვერდით მედგა. განსაკუთრებული მადლობა წყალტუბოს სამმართველოს უფროსს ლაშა კუჭუხიძეს ამავე სამმართველოს თანამშრომლებს ვეფხია შვანგირაძეს და გიგა კუპრაშვილს, მათ შეძლეს შეუძლებელი და დამიბრუნეს ჩემი ლიკა.

შშს-თან სამძებრო საქმიანობაში ასევე აქტიურად ჩართულები იყვნენ ყველა ოჯახის წევრები, განსაკუთრებით აღსანიშნავია Jaba Papava და ზაზა კვერნაძე", - წერს ხათუნა გიორგობიანი.

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს წყალტუბოდან გაუჩინარებული ლიკა გიორგობიანი 8-დღიანი გაუჩინარების სემდეგ, ბათუმში 7 ივლისს იპოვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×