რეზონანსი
09.07.2022

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ჩალაძე პირველ კომენტარს აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს ის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია დაქორწინდნენ.

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ და სამარცხვინო განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის კაგებეს მეთოდები, როცა ადამიანებს და მათ ღირსებას აყენებენ დარტყმას დისკრედიტაციის გზით. ეს კამპანია არც ჩემს წინააღმდეგ არის მიმართული და არც ქალბატონი გიულის წინააღმდეგ. ეს არის მიხეილ სააკაშვილის დისკრედიცაციის მცდელობა. თუმცა, ისიც გაუგებარია, რატომ არ აქვს ადამიანს ჰქონდეს პირადი ცხოვრება. მოკლედ, ეს ყველაფერი არის ტყუილი და კონკრეტული მიზნის - მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური სარტყმის მიყენების სამარცხვინო მცდელობა", - განაცხადა ექსკლუზიურად გიორგი ჩალაძემ ჟურნალისტ მაკა რაზმაძესთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×