რეზონანსი
09.07.2022

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დღეს თქვენ აღმოაჩენთ სიცოცხლისუნარიანობის და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას. გავლენიანი ადამიანები დაგეხმარებიან დაწინაურებაში. არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და სერიოზული ვალდებულებები - დღეისთვის ამის დრო ჯერ არ მოსულა. ვალუტის ყიდვა მოგებიანია.

კურო

ეცადეთ, ამ დღეს კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ და „უხილავ ადამიანად“ იქცეთ. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ყველაფერს, რაც ამ დღეს მოხდება, თქვენს სასარგებლოდ გამოიყენებთ. შესაძლებელია დიდი ხნის უნახავ ადამიანს შეხვდეთ, რომელთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ და სასიამოვნო საღამო გაატაროთ.

ტყუპები

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ტყუპებისთვის - შესაძლოა, ახალმა იდეამ დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ. თუ მანქანას მართავთ, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ მოდუნდებით - ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა ბევრი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ამ დღეს თქვენი აზრები ნათელი და ორგანიზებულია, სიტყვები კი დამაჯერებელი, ამიტომ ადამიანებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება - გამორიცხული არ არის, რომ ერთ-ერთმა თქვენგანმა განშორება გადაწყვიტოს.

ლომი

გირჩევთ, სამსახური ცოტა ხნით დაივიწყოთ და ემოციების მორევში გადაეშვათ. პროფესიულ სფეროში საკუთარი უნარების სრულად გამოვლენას და ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და სასარგებლო იქნება.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. საუკეთესო დღეა ძველ მეგობრებთან შეხვედრისა და გართობისთვის. დაეხმარეთ გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს და მისი სახით საუკეთესო მეგობარს შეიძენთ.

სასწორი

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. შეიძლება მთლიანად პარტნიორზე დამოკიდებულად იქცეთ, ამიტომ გაუფრთხილდით საკუთარ დამოუკიდებლობას და ადამიანს, ვინც წინსვლაში დაგეხმარათ. გირჩევთ შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დილისთვის დაგეგმოთ.

მორიელი

ამ დღეს მოზღვავებული ენერგია გაქვთ და ძველ და ახალ საქმეებს ერთად გაუმკლავდებით. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში დიეტა მკაცრად დაიცვათ. გირჩევთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და დიდი ხნით მარტო არ დატოვოთ. ყველაფრის დაგეგმვა არ შეძლება, ამიტომ მზად იყავით სიურპრიზებისთვის.

მშვილდოსანი

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით უამრავ სანერვიულოს გაგიჩენთ. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი. ეცადეთ, ადრე დაიძინოთ. ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

გამორიცხული არ არის, რომ მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ, მაგრამ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და თავს უხეშობის უფლება არ მისცეთ. ამ დღეს ყველაფერი თავს სიმშვიდე და თავის კონტროლის უნარზეა დამოკიდებული. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ალკოჰოლს.

მერწყული

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. გულწრფელი საუბარი სხვადასხვა მიზეზით გაჩენილ უნდობლობას აღმოფხვრის. არ დაგავიწყდეთ, რომ უფროსი ნათესავები მოინახულოთ და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებაში დაეხმაროთ.

თევზები

ამ დღეს მიმდინარე საქმეებში სერიოზული ცვლილებები გელით. გამორიცხული არ არის, რომ მოგებიანი კონტრაქტების დადება ან სანდო პარტნიორების პოვნა შეძლოთ. დაეხმარეთ ადამიანს, რომელსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება და მისი სახით ერთგულ მეგობარს შეიძენთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×