რეზონანსი
29.07.2022

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს საქმიანი შეხვედრების დაგეგმვას უნდა მოერიდოთ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი გაუგებრობას გააქრობს და ნდობას აღადგენს. გირჩევთ ბავშვებს თვალი არ მოაცილოთ, რომ რაიმე არ დაიშავონ. თუ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები თქვენთვის უცხო არაა, გირჩევთ მენიუდან მარილიანი და ცხარე საკვები გამორიცხოთ. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება და შემოსავალს მოგიტანთ.

კურო

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. ბიზნესმენი კუროები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. შესანიშნავი განწყობა და მებრძოლი სულისკვეთება მიზნის მიღწევასა და თვითდამკვიდრებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

მზად იყავით იმისთვის, რომ მშობლებს თქვენი გადაწყვეტილება არ მოეწონებათ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, თანაც რამდენიმე ადგილიდან. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს, რადგან ეს თქვენს ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ აისახება.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა მივლინებისა და მოლაპარაკების დაწყებისთვის. სიყვარულში იმედგაცრუება გელით, თუმცა ახალი თავგადასავალი ძველ ტკივილს დაგავიწყებთ. გირჩევთ, სახლის საქმეები დროულად მოაგვაროთ და სასიამოვნო სტუმრების მისაღებად მოემზადოთ.

ლომი

პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. არ არის გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, სასიამოვნოდ გაატაროთ. გირჩევთ, კვებაში ზომიერება დაიცვათ - განსაკუთრებით ცხარესა და მარილიანს უნდა ერიდოთ.

ქალწული

ამ დღეს უმჯობესია დაისვენოთ - თქვენი აქტიურობა სასურველ შედეგს მაინც არ მოგიტანთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროს უხეშობას და ზედმეტ პრეტენზიებს უნდა ერიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტის აცილება გაგიჭირდებათ. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

სასწორი

სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა. თავი შეიკავეთ ახალი პროექტის დაწყებისგან, სანამ ძველ საქმეებს არ დაასრულებთ. სამსახურში ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ სრული უფლება გაქვთ, ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ.

მორიელი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს, რაც შეიძლება, სკანდალში გადაიზარდოს. საქმე, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, სასურველ მოგებას მოგიტანთ. ამ დღის დევიზია მძიმე და ხანგრძლივი შრომა.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დაწყებისთვის, ამიტომ გირჩევთ, ოჯახურ ბიუჯეტს გადახედოთ და გამგზავრება დაგეგმოთ. მოერიდეთ ბიზნესში აქტიურობას, რაც იმედგაცრუების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

თხის რქა

მზად იყავით იმისთვის, რომ შეიძლება, თქვენს თხოვნაზე სახელმწიფო უწყებიდან უარი მიიღოთ. ფრთხილად იყავით პარტნიორის არჩევისას - ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება და ვეღარაფერს შეცვლით. შესაძლოა, სამსახურში სამართლებრივი საკითხების მოგვარება ან სასამართლოში წასვლა მოგიწიოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ, ცივი გონებით იმოქმედოთ.

მერწყული

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. შეიძლება, მეგობრების დახმარებით, პირადი ცხოვრების პრობლემების მოგვარება შეძლოთ. მიმდინარე საქმე ადვილი, მაგრამ ძალიან მოგებიანია.

თევზები

ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. გამოიჩინეთ თავშეკავება, ნუ აჩქარდებით და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ეცადეთ, უწყინარი კრიტიკა გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×