რეზონანსი
30.07.2022

ექიმი ლევან ჭელიძე გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და წერილს ავრცელებს. ირკვევა, რომ რამდენიმე დღის წინ თვითონაც მგზავრობდა სწორედ იმ ვერტმფრენით, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა.

„გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და ვერ­ტმფრენ­მა, სა­დაც პა­რაპ­ლა­ნის­ტე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად წა­სუ­ლი მფრი­ნა­ვე­ბი, მაშ­ვე­ლე­ბი და ექი­მე­ბი ის­ხდნენ. მომ­ხდა­რი უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, ბოლო და­ახ­ლო­ე­ბით სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ზარი და SMS შე­მო­ვი­და ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე. Პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი რაც მო­ვის­მი­ნე იყო: "ცო­ცხა­ლი ხარ?", "რად­გან შენი ხმა გა­ვი­გე" და ასე შემ­დეგ...

პირ­ვე­ლი რაც მინ­და ვთქვა ზო­გა­დად მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­დეგ: მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ვინ იჯდა, ან ვინ ვიჯ­დე­ბო­დით იქ, მე ვი­ჯე­ქი თუ ჩემი მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი, უბ­რა­ლოდ დღეს მე და ზო­გი­ერთ ჩემს მე­გო­ბარს გაგ­ვი­მარ­თლა, სამ­წუ­ხა­როდ, გი­ორ­გის და ქე­თის - არა. 

ძალი­ან მტკი­ვა ეს ყვე­ლა­ფე­რი, სი­ტყვე­ბით ვე­რა­სო­დეს გად­მოს­ცემ რა გრძნო­ბაა როცა შენს სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. მტკი­ვა, მაგ­რამ ამა­ყი ვარ ჩემი მე­გობ­რე­ბით, ვინც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი გას­ცა სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი ვა­ლის, ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლის და სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლის უზე­ნა­ე­სი წყურ­ვი­ლით, მათ დათ­მეს სი­ცო­ცხლე, იმ მუნ­დი­რის­თვის, რო­მელ­საც ღირ­სე­უ­ლად ატა­რებ­დნენ დღემ­დე და ამ სა­ა­მა­ყო მუნ­დი­რით წა­ვიდ­ნენ სა­მუ­და­მოდ ჩვენ­გან.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე ვი­ჯე­ქი იმ ვერ­ტმფრენ­ში, ზუს­ტად ისე და­უ­ფიქ­რებ­ლად და უყოყ­მა­ნოდ, რო­გორც დღეს გი­ორ­გი და ქეთი, ზუს­ტად ისე დავ­ჯდე­ბი ხვალ, ზეგ, მა­ზეგ და ყო­ველ­თვის როცა და სა­დაც სა­ჭი­რო ვიქ­ნე­ბი მე რო­გორც ექი­მი ან ადა­მი­ა­ნი.

კიდევ ერთხელ ქედს ვიხ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას და­ღუ­პუ­ლი ყვე­ლა ჩემი კო­ლე­გის და მე­გობ­რის წი­ნა­შე, მე­ა­მა­ყე­ბით, მად­ლო­ბა თქვენ, მად­ლო­ბა", - წერს ლე­ვან ჭე­ლი­ძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×