რეზონანსი
13.08.2022

ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და, ტე­ლე­ვი­ზორ­ში მოვ­ხვედ­რი­ლი­ყო. ძა­ლი­ან მოს­წონ­და 15 წლის წინ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში და­წყე­ბუ­ლი ახა­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მა "შა­ბა­თის შოუ" და მისი მსა­ხი­ო­ბე­ბის გვერ­დით ყოფ­ნა უნ­დო­და.

"მათ შე­მაყ­ვა­რა ეს ჟან­რი და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა... და წლე­ბის მერე ამიხ­და ეს ოც­ნე­ბა და ამ ჯგუ­ფის წევ­რი აღ­მოვ­ჩნდი," - ამბობს გივი პა­პა­ვა, დღეს უკვე "კო­მე­დი შოუ" მსა­ხი­ო­ბი.

"მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­მიც­ნო, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და­ვიმ­სა­ხუ­რე, რაც ბევრ რა­მეს ნიშ­ნავს. ვა­კე­თებ ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს და ვარ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი. ჩემი პერ­სო­ნა­ჟე­ბით, იუ­მო­რით ვამ­ხი­ა­რუ­ლებ ხალ­ხს, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხით მიბ­რუ­ნე­ბენ უკან," - აღ­ნიშ­ნავს გივი.

ის წარ­მო­შო­ბით იმე­რე­ლია. და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ხონ­ში. რო­გორც ამ­ბობს, მო­უს­ვე­ნა­რი და ცელ­ქი ბავ­შვი ყო­ფი­ლა, ხუმ­რო­ბა და იუ­მო­რი სულ ახა­სი­ა­თებ­და... მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლი კი ხო­ნის თე­ატ­რში მი­სუ­ლა, სა­დაც 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ტა­კებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"2016 წელს "კა­ვე­ენ"-ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტარ­დე­ბო­და. რო­გორც გი­თხა­რით, „იშ­ვი­ათ იმერ­ლებ­ში" ვი­ყა­ვი. სა­ნამ ფი­ნა­ლი და­ი­წყე­ბო­და, სა­დღაც 10 წუ­თით ადრე, ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილ­მა მე და ჩემს მე­გო­ბარს, თემო ნი­ქა­ბა­ძეს გვი­თხრა, რომ სტა­ჟი­რე­ბა­ზე და გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით ჩვე­ნი აყ­ვა­ნა უნ­დო­და. თან, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნე­ბი გავ­ხდით და სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე­ე­ბი გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით აგ­ვიყ­ვა­ნეს. ეგ პე­რი­ო­დი კარ­გად გა­ვი­ა­რეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვავ­ლი­ნეთ და "კო­მე­დი ჯგუ­ფის" წევ­რე­ბი გავ­ხდით. როცა ასე­თი გა­მოც­დი­ლი, ნი­ჭი­ე­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლე­ვენ ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნო, წა­მი­თაც არ უნდა და­ფიქ­რდე. მერე კი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, და­ამ­ტკი­ცო, რომ მათ­თან ერ­თად გა­აგ­რძე­ლო შემ­დეგ საქ­მე - გა­ამ­ხი­ა­რუ­ლო ხალ­ხი.

რა მო­გი­ტა­ნა ამ საქ­მემ, გარ­და იმი­სა, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი?

- ამ ყვე­ლა­ფერ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი სიყ­ვა­რუ­ლია. სა­დაც შევ­დი­ვარ, ყვე­ლა ღი­მი­ლით მი­ყუ­რებს. რა ამის პა­სუ­ხია და ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა და პა­ნაშ­ვიდ­ზე, სამ­ძი­მარ­ზე მივ­სულ­ვარ და ჩემ­თვის მა­ნიც ღი­მი­ლით შე­მო­უ­ხე­დავთ. ვი­ღა­ცას თუ შენი ერთი და­ნახ­ვაც გა­ამ­ხი­ა­რუ­ლებს და დღეს გა­უ­ლა­მა­ზებს, ამა­ზე მეტი ადა­მი­ანს რა უნდა უნ­დო­დეს?! რთუ­ლია ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა და რო­დე­საც ამას ყო­ველ 2 ნა­ბიჯ­ზე ვგრძნობ, ეს ამ­ბა­ვი მი­ხა­რია.

სა­კუ­თარ ოჯა­ხი გაგ­ვა­ცა­ნი.

- მყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. უფ­რო­სი ბიჭი 2 წლის და 6 თვი­საა, მე­ო­რე გო­გო­ნაა და ჯერ ერთი თვი­საა. მოკ­ლედ, მე, მე­უღ­ლე და ორი ბავ­შვი ვცხოვ­რობთ ბედ­ნი­ე­რად და გემ­რი­ე­ლად...

მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ?

- კი, ვცდი­ლობ, მაგ­რამ დრო­ის სა­კი­თხია, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ისე­თი გრა­ფი­კი გვაქვს, მთე­ლი დღე და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ. თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, მინ­და, რომ ავა­ნა­ზღა­უ­რო და მთლი­ა­ნად ოჯახს და­ვუთ­მო. რამ­დე­ნად გა­მომ­დის, ეს ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ფა­სე­ბე­ლია... მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია, ამ­ჟა­მად არ მუ­შა­ობს, პა­ტა­რე­ბი რომ გვყავს, ცდი­ლობს, სახ­ლში იყოს და შვი­ლებ­ზე იზ­რუ­ნოს. სექ­ტემ­ბრი­დან ალ­ბათ გავა სამ­სა­ხურ­ში. სა­კუ­თარ სახ­ლი სამი წლის წინ შე­ვი­ძი­ნე, როცა და­ვო­ჯახ­დი. გა­დავ­წყვი­ტეთ ცალ­კე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით და და­მო­უ­კი­დებ­ლად გვე­ცხოვ­რა.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×