რეზონანსი
17.08.2022

„გეყოთ ზღაპრებში და ილუზიებში ცხოვრება! გაუპატიურებას მანიაკები კი არა, ჩვეულებრივი კაცები ჩადიან და თავს დამნაშავედაც კი არ მიიჩნევენ, რადგან პატრიარქატში გაუპატიურების კულტურა ყვავის, რომელიც ყოველთვის გაამართლებს კაცს და ყოველთვის დასცინებს ქალს" - ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარა სოციალურ ქსელში წერს და ხსნის, როგორ შეუძლია ქმარს ცოლი გააუპატიუროს.

„ხალხი ღლიცინებს ქმარმა ცოლი როგორ უნდა გააუპატიუროსო, როგორ და ჩვეულებრივად: როდესაც ქმარს ფეხებზე ჰკიდია უნდა თუ არა ცოლს სექსი და აიძულებს, არც ეკითხება და არც აინტერესებს ცოლის აზრი - ეს გაუპატიურებაა. არც ერთი ცოლი ვალდებული არ არის იძულებითი სქესობრივი კავშირი ჰქონდეს ქმართან. არც „ცოლქმრული ვალდებულებები" არ არსებობს. ყველა სქესობრივი კავშირი ნებისმიერ წყვილს შორის უნდა იყოს თანხმობით. როცა ერთ მხარეს არ უნდა და მეორე აიძულებს - ეს გაუპატიურებას, გინდა ქმარი იყოს, გინდა შეყვარებული და გინდა უცნობი. ყველა გაუპატიურებაა! სხვათაშორის, ქალებს უცნობი კაცები იშვიათად აუპატიურებენ. ყველაზე ხშირად ქალს მისთვის ნაცნობი და სანდო და ზოგჯერ ძვირფასი მეგობარი ან პარტნიორი აუპატიურებს. გეყოთ ზღაპრებში და ილუზიებში ცხოვრება! გაუპატიურებას მანიაკები კი არა, ჩვეულებრივი კაცები ჩადიან და თავს დამნაშავედაც კი არ მიიჩნევენ, რადგან პატრიარქატში გაუპატიურების კულტურა ყვავის, რომელიც ყოველთვის გაამართლებს კაცს და ყოველთვის დასცინებს ქალს. სულ ერთი გახმაურებული ამბავი მახსენდება, 14 წლის გოგო გაიტაცა ბიჭმა და გააუპატიურა, ცოლად უნდოდა, რომ გეკითხა. გოგომ იჩივლა, ბიჭი ვერ დააკავეს. 17 წლის ასაკში იგივე ბიჭმა იგივე გოგო გაიტაცა, ალბათ ისევ გააუპატიურა, თუმცა ამჯერად გოგოს არ უჩივლია. როცა გამომძიებელმა ჰკითხა, რატო არ ჩივიო, იცით რა უპასუხა? მაშინ რომ ვიჩივლე, ბავშვი ვიყავი და ბევრი რამე არ მესმოდა, ახლა კი ვიცი, რომ თუ ქმარია, ეგ ვერ გაგაუპატიურებს, ეგ ჩვეულებრივი რამეაო... პატარა გოგო კი არა, დღეს უამრავი ქალი საქართველოში მასევე ფიქრობს, რომ ქმრისგან გაუპატიურება უნდა ითმინოს ცოლმა. არა, ქალებო, არავისგან არ უნდა მოითმინოთ გაუპატიურება, მით უმეტეს ქმრებისგან და საკუთარი შვილების მამებისაგან, რომლებმაც ერისა და ბერის წინაშე დაიფიცეს, რომ უყვარდით და პატივს გცემდნენ და იზრუნებდნენ თქვენზე ჭირსა თუ ლხინში. თუ ვინმეს არ ეპატიება ქალის გაუპატიურება, პირველ რიგში ქმარს არ ეპატიება! გაიგეთ, იცოდეთ და ასწავლეთ თქვენ შვილებს: გოგოებსაც და ბიჭებსაც - თანხმობის გარეშე სექსი გაუპატიურებაა!", - წერს ბაია პატარაია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×