რეზონანსი
18.08.2022

ჩოგბურთელ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო სხდომაზე ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრებისისას გადატანილი ძალადობრივი ფაქტები გაიხსენა. მისი განცხადებები საზოგადოებაში კრიტიკის საგანი გახდა. ფაქტს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, მამუკა გამყრელიძე ეხმაურება და წერს:

"პოსტი, რომლის გამო ქალთა უფლებების დამცველებისგან აუტოდაფე არ ამცდება

არანაირი ემპატია დოროყაშვილის მიმართ არ მაქვს. მე, ორი ქალიშვილის მამას, არ მაქვს ემპატია მსგავსი ადამიანების მიმართ. ახლა ავხსნი რატომაც.

არ მესმის რატომ უნდა იტანო წლების განმავლობაში ბულინგი, ცემა და შეურაცხყოფა? თან ისე მოიქცე, რომ ვერავინ შეატყოს რა ხდება თქვენს თავს?

ეშინოდა ქმრის? მისი ქმარი არც კრიმინალი, არც დეკლასირებული ნარკომანი და არც ფსიქიურად დაავადებულია. ასეთი უბრალოდ ვერ ითამაშებდა ჩოგბურთს, მითუმეტეს ამ დონეზე.

ეშინოდა საზოგადოების რეაქციის? რომელი საზოგადოების? ფრიად წარმატებულის და ლიბერალური შეხედულებების მქონესი, რომელშიც ასეთ ვარსკვლავურ წყვილებს უწევთ ტრიალი ? ვინ გაკიცხავდა, ან ღირს კი ვიღაცის გაკიცხვად ცემის ატანა?

„ფეისბუქზე“ გავიცანი გოგონა, რომელიც მისმა ქმარმა მოიტაცა და ოჯახმა აღარ დაიბრუნა მონატაცები შვილი. რამდენჯერმე გაექცა ქმარს, რომელიც აბულინგებდა და ბოლოს თბილისში დასახლდა. სასამართლოც მოუგო ქმარს. მარტოხელა დედა ზრდის შვილს და თანაც საკმაოდ მძიმე შრომასაც იტანს, რომ საყვარელი შვილი გაზარდოს. ეს გოგო რეგიონში ცხოვრობდა სადაც მარტოხელა ქალი უკვე სტიგმით ცხოვრობს. მაინც არ შეშინდა. წარმატებულ და ოჯახისაგან მხარდაჭერილ დოროყაშვილს როსი შეეშინდა?

და ბოლოს, არ მაქვს ემპატია რადგან ორი ქალიშვილი მყავს. ვიცი როგორც გავზარდე და მათი გულისთვის მთებს გადავდგამ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ნებისმიერ ბულინგზე უჩემოდაც გასცემენ ჩემზე მწარე პასუხს. ყველა ერთნაირი არ არისო მიპასუხებთ. კი. ასეა. მაგრამ ოჯახი მაინც სად იყო ის რვა წელი???

ჩვენი საზოგადოება, რომ განუვითარებელი და შუა საუკუნეებშია ჩარჩენილი, ამას არ ვუარყოფ. მამაკაცების (თუ ქვიათ მათ კაცები) ძალადობაც უდიდესი პრობლემაა, მაგრამ მე ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მაქვს ჩემი ასეთი მოსაზრება.

ახლა დამტკვირეთ და შემხარით", - წერს გამყრელიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×